ესპანური გამოცემა: "სევილიამ" ხვიჩას თაობაზე "რუბინთან" მოლაპარაკებები დაიწყო

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა Fichajes.net-ის ცნობით, "სევილია" ყაზანის "რუბინის" ქართველი ნახევარმცველით, ხვიჩა კვარაცხელიათი სერიოზულად არის დაინტერესებული და მოლაპარაკებებიც დაიწყო.

ანდალუსიური კლუბის სპორტული დირექტორი მონჩი (რამონ როდრიგეს ვედეხო) ყაზანური კლუბის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა და მაქსიმალურად ეცდება, ხვიჩა "როხიბლანკოს" მაისურით იხილოს.

გამოცემის მიხედვით, სატრანსფერო ფასი 15-20 მილიონი ევრო იქნება.

მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული და მისი სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ვილიარეალი უფრო მოუხდებოდა!
ლევანი
13:19 26-05-2021
1
მე პირადად მაინტერესებს და დარწმუნებული ვარ, დიდ უმავლესობასაც და უმცირესობას თუ არ აინტერესებს, მაგის გამო არ უნდა დაწერონ? ეგ რა ლოგიკაა? თუმცა, რადგან კითხულობენ, გამოდის, იმათაც აინტერესებთ. ეჭვი არ შეგეპაროთ, პირველები სწორედ ისინი კითხულობენ.
მათე
22:01 25-05-2021
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული