ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ესპანური გამოცემა: "სევილიამ" ხვიჩას თაობაზე "რუბინთან" მოლაპარაკებები დაიწყო

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა Fichajes.net-ის ცნობით, "სევილია" ყაზანის "რუბინის" ქართველი ნახევარმცველით, ხვიჩა კვარაცხელიათი სერიოზულად არის დაინტერესებული და მოლაპარაკებებიც დაიწყო.

ანდალუსიური კლუბის სპორტული დირექტორი მონჩი (რამონ როდრიგეს ვედეხო) ყაზანური კლუბის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა და მაქსიმალურად ეცდება, ხვიჩა "როხიბლანკოს" მაისურით იხილოს.

გამოცემის მიხედვით, სატრანსფერო ფასი 15-20 მილიონი ევრო იქნება.

მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული და მისი სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
ასევე დაგაინტერესებთ