ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

სუპერლიგის მეექვსეადგილოსანი ლობჟანიძეს იწვევს...

AutoSharing Option
როგორც ajansspor-ი იუწყება, თურქული სუპერლიგის კლუბი "ჰათაიასპორი" საქართველოს ნაკრების ფლანგელ საბა ლობჟანიძით დაინტერესდა.

26 წლის ლობჟანიძეს "ანკარასთან" კონტრაქტი ამოეწურა და მისი საკლუბო მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია, მისი ყოფილი გუნდი კი თურქეთის სუპერლიგიდან გავარდა.

რაც შეეხება "ჰათაიასპორს" - მათ ახლახან დასრულებულ სეზონში მე-6 ადგილი დაიკავეს და ევროტურნირებზე გასასვლელად მცირედი დააკლდათ.

შეგახსენებთ, ლობჟანიძე თურქეთში 2020 წლიდან ასპარეზობს, მანამდე კი დანიური "რანდერსის" ღირსებას იცავდა.

მომზადებულია ajansspor-ის მიხედვით


alt"არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ წინ დიდი გუნდი დგას თუ პატარა..." - საბა ლობჟანიძე "გალათასარაის" დამარცხებას გამოეხმაურა

altსაბა ლობჟანიძე: ნაწყენი

ვარ...