"რუბინმა" ხვიჩას შემცვლელი შეიძინა - რატომ უვრცელებენ ჯუღელს ჭორებს?

AutoSharing Option
"ჩემპიონატი" "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიაზე წერილს აქვეყნებს და გუნდიდან მის წასვლას გარდაუვლად მიიჩნევს.

გამოცემამ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ფეხბურთელის აგენტს, მამუკა ჯუღელს კონფლიქტი მოუვიდა ყაზანური კლუბის ხელმძღვანელობასთან, რაც ტრანსფერს დააჩქარებს:

"უთანხმოება ძველ პარტნიორებს შორის შესაძლოა, რუსეთის პრემიერლიგის უკანასკნელ ტურში "რუბინისა" და "როტორის" მატჩის შემდეგ მოხდა. ბოლო წუთებზე გამარჯვების ხელიდან გაშვებით "როტორმა" უმაღლესი ლიგა დატოვა. რა შუაშია აქ ხვიჩას აგენტი? სწორედ ჯუღელმა მიიღო პრემიერლიგის დაწყების წინ "როტორის" დაკომპლექტებაში აქტიური მონაწილეობა. კვარაცხელიაც "რუბინში" მამუკამ მიიყვანა. მისმა "ლოკომოტივიდან" წასვლამ თავის დროზე დიდი ხმაური გამოიწვია.
ზოგიერთი მონაცემით, ჯუღელმა თვისი კლიენტის ყაზანურ გუნდში გადასვლით დაახლოებით 2-3 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

"რუბინის" სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ გავრცელებულ ინფორმაციას ფალსიფიკაცია და  სისულელე უწოდა:

"ეს სრული ბოდვაა! მამუკას საიმანოვთან დიდი ხანია მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. ეს სულელური ფალსიფიკაციაა, რომელზეც კომენტარის გაკეთებაც კი სასაცილოა. სხვანაირად ვერც იტყვი. ჩვენ როგორც ხვიჩასთან, ასევე მამუკასთან ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს. ამიტომ მსგავს რამეზე რეაგირება ბოდვა იქნებოდა. მეტიც, დარწმუნებული ვართ, რომ აგენტი ღირსეულად იქცევა. ეს ყველაფერი მანიპულაციაა".

ხვიჩას წასვლას ირიბად ადასტურებს მისი პოტენციური შემცვლელის შეძენა - დღეს ყაზანურმა კლუბმა შვედური "ნორჩეპინგისა" და მონტენეგროს ნაკრების 22 წლის მარცხენა გარემარბი სეად ხაკშაბანოვიჩი 6 მილიონად შეიძინა. ახლა ყაზანელებს ლეგიონერთა ლიმიტში გადაჭარბება აქვთ და ვინმეს გაყიდვა მოუწევთ. უფრო, ალბათ, სწორედ ხვიჩა წავა - მასში "რუბინს" შეუძლია დიდი თანხა მიიღოს".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ხო აბა, უვრცელებენ. მოთხოვდა თამაში მომეცითო. ეგ რავა იკადრებდა რამე უღირსობას?
Kale
10:21 28-05-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული