ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

საბა კვირკველია: სხვადასხვა ვარიანტია, მათ შორის, საზღვარგარეთიდან

AutoSharing Option
29 წლის ცენტრალური მცველი საბა კვირკველია საქართველოს ნაკრებთან ერთად ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. ის თავისუფალი აგენტი გახდა და თავის მომავალზე კომენტარი РБ Спорт-თან ინტერვიუში გააკეთა:

- ამჟამად კონკრეტული წინადადებები არ მაქვს. სხვადასხვა ვარიანტია, მაგრამ ჯერ საქართველოს ნაკრებში ვარ, ამიტომ კლუბზე ძალიან არ ვფიქრობ. მალე რაღაც გახდება ცნობილი, თუმცა, ჯერ - არა.

- გასაგებია, რომ ახლა ნაკრებში იმყოფებით, მაგრამ კლუბთან დაკავშირებით ჩამოყალიბებას როდის აპირებთ?
- დაახლოებით 10 დღეში - მაშინ გაირკვევა რამე.

- თქვენ რუსეთში არ დარჩებით?
- თუ კარგი წინადადება იქნება, რატომაც არა?
სხვადასხვა ვარიანტია, მათ შორის, საზღვარგარეთიდან.

- "როტორში" რატომ არ დარჩით?
- გუნდი გავარდა, მაგრამ რომც დარჩენილიყო, არ ვიცი, დავრჩებოდი თუ არა. ჩვენ ამ თემაზე ხელმძღვანელობასთან არ გვისაუბრია.

- თქვენი აგენტი "ლოკომოტივთან" მოლაპარაკებას არ აწარმოებს?
- ჯერ არ ვიცი, ამაზე ვერაფერს გეტყვით. "ლოკომოტივი" ჩემი გუნდია, მის რიგებში 108 მატჩი ჩავატარე. ეს ჩემი მეორე სახლია.

- ე.ი. თქვენთვის დაბრუნება სასიამოვნო იქნებოდა?
- რატომაც არა? ეს ფეხბურთია - ვიღაც ბრუნდება, ვიღაც სხვა გუნდს პოულობს.

ასევე დაგაინტერესებთ