ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ქართველების "ვოლფსბერგერი" პლეი-ოფის პირველ მატჩში განადგურდა

AutoSharing Option
ქართველების "ვოლფსბერგერმა" ავსტრიის ბუნდესლიგის დასკვნით ნაწილში არადამაჯერებლად იასპარეზა, უკანასკნელ 3 მატჩში მხოლოდ 1 ქულა აიღო (3 გოლი გაიტანა და 9 გაუშვა), ოთხეულს მიღმა აღმოჩნდა და ევროტურნირებზე გასვლის ერთადერთი შესაძლებლობა დარჩა - კონფერენს ლიგის პლეი-ოფში "აუსტრიას" უპირისპირდება.

პირველ შეხვედრაში, რომელსაც ვენაში 3 ათასი მაყურებელი დაესწრო, მასპინძლებმა 3:0 იმარჯვეს, ხოლო საპასუხო დაპირისპირება 30 მაისს გაიმართება, თუმცა ქართველების გუნდს კონფერენს ლიგის საგზურის მოპოვების უკვე ძალიან მცირე შანსი აქვს.

დღევანდელ მატჩში გურამ გიორბელიძემ შეუცვლელად ითამაშა, ლუკა ლოჩოშვილი კი სათადარიგო იყო.