ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"პოტენციალით ეს გუნდი "მანჩესტერ სიტი" იქნება..." - "არსენალისა" და "ევერტონის" ყოფილი სკაუტი ხვიჩაზე ალაპარაკდა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალისა" და "ევერტონის" ყოფილა სკაუტმა, პაველ კუჩეროვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო პრემიერ ლიგურ კარიერაზე ისაუბრა: 

- რომელ ინგლისურ კლუბს მოუხდებოდა ყველაზე მეტად ხვიჩა?
- მისი თამაშის სტილიდან გამომდინარე, ინდივიდუალური შესაძლებლობითა და პოტენციალით ეს გუნდი "მანჩესტერ სიტი" იქნება. აქ ფეხბურთელები კომბინირებულ და შემტევ ფეხბურთს თამაშობენ, რასაც ხვიჩა კარგად გაიგებდა. ნათლად ჩანს, რომ ის ახლა "ქალაქელების" დონის გუნდში სათამაშოდ მზად არაა, თუმცა თუ ინგლისურ გუნდებზე ვსაუბროთ, კითხვა ჩნდება - შეძლებს კვარაცხელია გუნდში თავი სწრაფად დაიმკვიდროს? თანაც ისეთ გუნდში, სადაც კრეატიული თამაში არც
ისე ორგანიზებულია? ამიტომ, მას თავისი მომდევნო კლუბის არჩევა ყურადღებით მოუწევს. ფეხბურთელის წარმომადგენლებმა ეს დიდი დილემა უნდა მოაგვარონ, რა უფრო მნიშვნელოვანია ფული თუ კარიერის სწორი განვითარება.

- რას ფიქრობთ, შესაძლებელია "სიტი" ქართველს ისევე მოექცეს, როგორც ზინჩენკოს? გააფორმებენ ისინი ხვიჩასთან გრძელვადიან კონტრაქტს და თავდაპირველად ნიდერლანდებში გაუშვებენ?
-
ეს აბსოლუტურად ლოგიკური იქნება, თუმცა ორი რამ უნდა გაითვალისწინონ. პირველი თუ რა დამოკიდებულება ექნება "სიტის" ამგვარ სტრუქტურასთან და მეორე, იქნება თუ არა ფეხბურთელი მზად მსგავსი განვითარების გზისთვის. როდესაც ამ გეგმაზე ვსაუბრობთ, ზინჩენკოს მიმართ კომპლიმენტების თქმის სურვილი გაგიჩნდება, ის ნიდერლანდებში წავიდა, სადაც არც ისე ბევრს თამაშობდა, შემდეგ დაბრუნდა მანჩესტერში, განაგრძო საკუთარ თავზე მუშაობდა და მიიღო კიდევაც სათამაშო დრო. საბოლოოდ კი ის გახდა ის, ვისაც ახლა ვხედავთ. ხვიჩასთან დაკავშირებით კი ამ ყველაფერს დრო აჩვენებს. 

ამ მომენტისთვის ხვიჩა ნიჭიერი ფხბურთელია, ბურთს კარგად გრძნობს და შეტევაში ე.წ. სითავხედეც აქვს. მას თამაშის საკუთარ თავზე აღების არ ეშინია. მას ეს ბუნებრივად აქვს, თუმცა ფიზიკური განვითარებისთვის კიდევ უფრო მეტი უნდა იმუშაოს, უნდა ივარჯიშოს უბურთოდ, რათა სხვა ჩემპიონატის სიჩქარესთან მარტივად ადაპტირდეს.

წყარო: sports
ასევე დაგაინტერესებთ