მაკარიძის "ალმერიას" გამარჯვება მესამესთვის არ ეყო - წინ გადამწყვეტი ეტაპია!

AutoSharing Option
გიორგი მაკარიძის "ალმერიამ" სეგუნდა დივიზიონის უკანასკნელ ტურში დასახული ამოცანა შეასრულა და "ხიხონი" სტუმრად 2:0 დაამარცხა, მაგრამ ეს მესამე ადგილის დასაკავებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. ქართველ კიპერს დასვენების საშუალება მიეცა.

თავისი შეხვედრა მოიგო "ლეგანესმაც" და მაკარიძის მეოთხეადგილოსანი გუნდი პლეი-ოფის საწყის ეტაპზე "ჟირონას" დაუპირისპირდება. ისინი პირველ შეხვედრას 2 ივნისს, სტუმრად გამართავენ, განმეორებითს კი - ოთხი დღის შემდეგ, ალმერიაში.

"ალმერია" გამარჯვების შემთხვევაში პლეი-ოფის ფინალში "ლეგანესსა" და "რაიო ვალეკანოს" შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

გიორგი მაკარიძემ სეგუნდა დივიზიონის გასულ სეზონში 32 შეხვედრა გამართა და გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.


altაბურჯანიამ მაკარიძე ლა

ლიგის გზაზე შეაფერხა [VIDEO]

altკუთხემდე გაჭიმული კატა - მაკარიძე სიმბოლურ ნაკრებშია!






მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული