გაირკვა ოქრიაშვილის შეთანხმებული ტრანსფერის დეტალები - თითქმის ორჯერ გაუმჯობესებული კონტრაქტი

AutoSharing Option
როგორც უკვე გაცნობეთ, საქართველოს ნაკრების 29 წლის ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი "ანორთოსისიდან" "ომონიაში" გადადის, რომელმაც ოქროს მედლები მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

Goal.com.cy-ს ცნობით, თავისუფალ აგენტად მყოფ ოქრიაშვილს სხვა ქვეყანაში სურდა კარიერის გაგრძელება, მაგრამ "ომონიამ" ძალიან კარგი კონტრაქტი შესთავაზა, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ნიქოზიური კლუბი ქართველ ლეგიონერთან ორწლიანი კონტრაქტის გაფორმებას უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

გამოცემა იტყობინება, რომ თორნიკეს წლიური გასამრჯელო "ანორთოსისში" 180 ათასი ევრო იყო, "ომონია" კი 300 ათასს
და პლუს, სხვადასხვა ბონუსს სთავაზობს, რაც ტიტულების მოპოვებასა და ევროტურნირებზე მიღწეულ წარმატებებს ითვალისწინებს.

ჰენინგ ბერგის გუნდში ოქრიაშვილმა 33 წლის ბრაზილიელი ტიაგო სანტოსი უნდა შეცვალოს, რომელზეც წლოვანებით უმცროსი და უკეთესი ფეხბურთელია.

მკითხველის კომენტარები / 19 /
მე როგორც საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს მაინტერესებს ოქრიაშვილის დამოკიდებულება ნაკრების მიმართ და მგონია რომ ვერ გავიხსენებთ მის მიერ უგულო თამაშს, ფეხების მოფრთხილებას, ნაკრებთან დაკავშირებულ რაიმე სკანდალს. რაც შეეხება მის საკლუბო კარიერას და მის მორალურ ვალდებულებებს, მოდი რა ყველამ ჩვენს მორალს მივხედოთ და სხვას ნუ დავუწყებთ ამის სწავლებას. მთავარია მისი კარიერა განვითარდეს და ნაკრებს გამოადგეს კიდევ
valderrama
11:46 02-06-2021
1
რო ძველბიჭობ ოქრი იმას რატო არ ითვალისწინებ ფეხზე ვინც დაგაყენა და შანსი მოგცა ფეხბურთში დაბრუნებულიყავი ეხლა მათ კონკურენტ და მტერ გუნდში როარ უნდა გადახვიდე?? ათასი გუნდია წადი რა... მაგრამ ვის რაში ჭირდები ტრიპაჩა უბნის ბურთის ხალის სტილის ფეხბურთელიხარ
რომა
09:12 02-06-2021
34
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული