ვაისის ტრიუკი - ჩემპიონთა ლიგაზე კაშიასთან ერთად?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 33 წლის მცველმა გურამ კაშიამ შეიძლება კარიერა სლოვაკეთში გააგრძელოს, - იტყობინება კვიპროსული 24sports-ი.

გამოცემა წერს, რომ კაშიას სამსახურით "ანორთოსისის" მწვრთნელი თემურ ქეცბაია იყო დაინტერესებული, მაგრამ სლოვაკეთის ბრატისლავის "სლოვანის" თავკაცმა, საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მისი გადაბირება დინამიკური "ტრიუკით" გადაწყვიტა და "მოიპარავს".

"სლოვანმა" კაშიას ფინანსურად უკეთესი კონტრაქტი შესთავაზა. ფეხბურთელი ჯერ არ ჩამოყალიბებულა, თუმცა ტრანსფერის განხორციელების ალბათობა მაღალია, რამეთუ წინადადება მაცდუნებელია.

კაშია ამჟამად თბილისის "ლოკომოტივში" თამაშობს, ხოლო "სლოვანი" თავისი ქვეყნის ჩემპიონია და ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
ლიგა სასაფლაო არ არის.
მკვდრებს არ ელოდება.
მახო.
21:06 09-06-2021
0
კაშია დინამოში დაბრუნდი და დაიბრუნე კაპიტნის სამკლაური ჯობია..პაპავას ნამდვილად არეკუთვნის დინამოს კაპიტნობა გავიდეთ რა ლიგაზე სასწაული მოახდინეთ რაამოხდებაა!!!!
saqartvelo dinamo tbilisi
13:05 04-06-2021
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული