გიორგი ჩაკვეტაძე: "გენტში" წასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში საკლუბო და სანაკრებო თემებზე ისაუბრა.

უკვე სრული დატვირთვით...

"14 ივნისს კლუბში შეკრება იწყება და  უკვე სრული დატვირთვით ვარჯიში შემიძლია.

"გენტთან" კიდევ ორი წელი მაკავშირებს. მთავარია, თამაში დავიწყო და ყველაფერი დალაგდება. ბევრი რამ ჩემზეა დამოკიდებული."

რატომ აირჩია "გენტი"?!

"ბელგიაში წასვლა მეტი სათამაშო დროის გარანტიის გამო ავირჩიე. ის, რომ "გენტში" არ უნდა გადავბარგებულიყავი, ეს საუბრები ჩემ ტრავმას მოჰყვა, მანამდე ასეთი დამოკიდებულება არ ყოფილა. მიმაჩნია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე."

ტრავმა და ოპერაცია

"როცა ტრავმა მივიღე,
მაშინვე ეროვნული ნაკრების ექიმ მერაბ ვარძუკაშვილს  დავუკავშირდი. მან მითხრა, რომ ოპერაცია მჭირდებოდა. კლუბში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვარჯიშის ფონზე მოვმჯობინებულიყავი. ვცადეთ და სამწუხაროდ, არ გამოვიდა. ამან თვეები დამაკარგვინა.

კლუბში დატვირთვებს ნორმალურად ვუძლებდი. მე და მოწინააღმდეგის მეკარე ერთმანეთს ძალიან ცუდად, მუხლებით შევეჯახეთ და ამან მძიმე ტრავმა გამოიწვია."

ვილი სანიოლსა და კვარაცხელიაზე

"სანიოლს პირადად არ შევხვედრივარ. რასაც ვუყურებ, მისი სტილი ძალიან მომწონს. მოკლე დროში გაიცნო ფეხბურთელები, მონდომებულია, საქართველოში ცხოვრობს. მჯერა, მასთან ერთად მიზნების მიღწევას შევძლებთ.

ეროვნულ ნაკრებს შემოდგომაზე შევუერთდები. ყველა ამბობს, რომ ბათუმში, სადაც უნდა ვითამაშოთ,  განსაკუთრებული ატმოსფეროა...

ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ძალიან მომწონს. ახლა მთავარია, სწორი სატრანსფერო გადაწყვეტილება მიიღოს."





მკითხველის კომენტარები / 14 /
მიდი ჩაკვე, მაგრად გვეიმედები
irakli
15:57 06-06-2021
1
წარმატებები გიო! მალე დაგვიბრუნდი.
ისე კი ეგეც უნდა ითქვას- თავიდანვე ხომ ოპერაცია გირჩიეს. სხვა ექიმებისთვისაც უნდა გეკითხა, რაღა კლუბს დაუჯერე. შენც დაზარალდი მაგით და კლუბიც. მალე ათამაშდი და იქნებ უკეთესი ვარიანტიც გამოჩნდეს
Homer
16:00 06-06-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული