გიორგი ჩაკვეტაძე: "გენტში" წასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში საკლუბო და სანაკრებო თემებზე ისაუბრა.

უკვე სრული დატვირთვით...

"14 ივნისს კლუბში შეკრება იწყება და  უკვე სრული დატვირთვით ვარჯიში შემიძლია.

"გენტთან" კიდევ ორი წელი მაკავშირებს. მთავარია, თამაში დავიწყო და ყველაფერი დალაგდება. ბევრი რამ ჩემზეა დამოკიდებული."

რატომ აირჩია "გენტი"?!

"ბელგიაში წასვლა მეტი სათამაშო დროის გარანტიის გამო ავირჩიე. ის, რომ "გენტში" არ უნდა გადავბარგებულიყავი, ეს საუბრები ჩემ ტრავმას მოჰყვა, მანამდე ასეთი დამოკიდებულება არ ყოფილა. მიმაჩნია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე."

ტრავმა და ოპერაცია

"როცა ტრავმა მივიღე,
მაშინვე ეროვნული ნაკრების ექიმ მერაბ ვარძუკაშვილს  დავუკავშირდი. მან მითხრა, რომ ოპერაცია მჭირდებოდა. კლუბში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვარჯიშის ფონზე მოვმჯობინებულიყავი. ვცადეთ და სამწუხაროდ, არ გამოვიდა. ამან თვეები დამაკარგვინა.

კლუბში დატვირთვებს ნორმალურად ვუძლებდი. მე და მოწინააღმდეგის მეკარე ერთმანეთს ძალიან ცუდად, მუხლებით შევეჯახეთ და ამან მძიმე ტრავმა გამოიწვია."

ვილი სანიოლსა და კვარაცხელიაზე

"სანიოლს პირადად არ შევხვედრივარ. რასაც ვუყურებ, მისი სტილი ძალიან მომწონს. მოკლე დროში გაიცნო ფეხბურთელები, მონდომებულია, საქართველოში ცხოვრობს. მჯერა, მასთან ერთად მიზნების მიღწევას შევძლებთ.

ეროვნულ ნაკრებს შემოდგომაზე შევუერთდები. ყველა ამბობს, რომ ბათუმში, სადაც უნდა ვითამაშოთ,  განსაკუთრებული ატმოსფეროა...

ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ძალიან მომწონს. ახლა მთავარია, სწორი სატრანსფერო გადაწყვეტილება მიიღოს."





მკითხველის კომენტარები / 14 /
რაც მეტი ახალგაზრდა გავა მით უკეთესი, მაინდამაინც "როტორს" ნუ მიაწვენით, მაჰრამ კარგს შვებით, აქაურ ინტრიგნებს და შურიანებთან ხსნა არაა, ერთი ხელფასებს არ იხდის, მეორე მაზავშჩიკობს, იქ მწვრთნელს აგდებენ და საერთოდ ანტი-ფეხბურთის ზეიმია.
gela
12:55 07-06-2021
0
გიოს მოტივაცია,გენტში წასვლაზე,სრულიად გასაგები და სწორია.მხოლოდ ფულს არ დახარბდა.მთავარი, თამაში იყო.სამწუხაროდ, გენტს არ აღმოაჩნდა სათანადო დონის სამედიცინო სამსახური,მაგრამ ამისი ცოდნა,გიორგის და მისი მრჩევლებისათვის,თითქმის შეუძლებელი იქნებოდა.
სოსო
10:04 07-06-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული