საქართველოს ნაკრების 33 წლის მცველით, გურამ კაშიათი, საფრანგეთის ლიგა 2-ის ბინადარი "სოშო" დაინტერესდა, - იტყობინება francebleu.
9 ივნისს საფრანგეთში სატრანსფერო ფანჯარა იხსნება. "სოშომ" უკვე სამი ფეხბურთელის გადაბირება მოახერხა და კიდევ რამდენიმე ტრანსფერზე მუშაობს.
კლუბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გამოცემასთან აცხადებს, რომ კონტრაქტის გაგრძელება არ ისურვა და წავიდა 30 წლის ცენტრალური მცველი იოჰან მარსიალი (ენტონი მარსიალის ძმაა), რომელიც 2019 წელს ფრანგულ გუნდში "პანეტოლიკოსიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ამიტომ ძალიან არიან დაინტერესებულნი კაშიას სამსახურით.
კაშია ამჟამად თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელია
და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ანორთოსისი" და ბრატისლავის "სლოვანი" იწვევენ.