francebleu: გურამ კაშიას ფრანგული კლუბი იწვევს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 33 წლის მცველით, გურამ კაშიათი, საფრანგეთის ლიგა 2-ის ბინადარი "სოშო" დაინტერესდა, - იტყობინება francebleu.

9 ივნისს საფრანგეთში სატრანსფერო ფანჯარა იხსნება. "სოშომ" უკვე სამი ფეხბურთელის გადაბირება მოახერხა და კიდევ რამდენიმე ტრანსფერზე მუშაობს.

კლუბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გამოცემასთან აცხადებს, რომ კონტრაქტის გაგრძელება არ ისურვა და წავიდა 30 წლის ცენტრალური მცველი იოჰან მარსიალი (ენტონი მარსიალის ძმაა), რომელიც 2019 წელს ფრანგულ გუნდში "პანეტოლიკოსიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ამიტომ ძალიან არიან დაინტერესებულნი კაშიას სამსახურით.

კაშია ამჟამად თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელია
და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ანორთოსისი" და ბრატისლავის "სლოვანი" იწვევენ.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 10 /
წარმატებები გურამს. იმედი მაქვს სხვა ფეხბურთელებიც მიბაძავენ მას პროფესიონალიზმში.
გიზოგ
15:56 08-06-2021
2
პირადად მე მინდა ბოდიში მუვუხადო კაშიას, არ მეგონა, თუ ძველ ფორმას დაიბრუნებდა და ისევ გამოადგებოდა ნაკრებს. საღოლ ძმაო, ამას ჰქვია პროფესიონალიზმი, წარმატებები გურამს.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული