ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ქეცბაიას სხვა მცველის ძებნა მოუწევს" - კვიპროსული მედია კაშიას ტრანსფერზე წერს

AutoSharing Option
კვიპროსული protathlima საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტან გურამ კაშიას სატრანსფერო ამბებზე წერს და მას სლოვაკურ "სლოვანს" უკავშირებს, რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი ვლადიმირ ვაისი წვრთნის:

"როგორც ირკვევა, კაშია "ანორთოსისში" არ გადაბარგდება და თემურ ქეცბაიას სხვა მცველის ძებნა მოუწევს.

გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის ფეხბურთელი თბილისის "ლოკომოტივში" რამდენიმე შეხვედრას გამართავს და ამის შემდეგ სლოვაკეთში გაემგზავრება."

შეგახსენებთ, "სლოვანმა" ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. ვაისის შეგირდები უახლოეს შეხვედრაში, 30 ივნისს, ჩეხურ "ზლინს", სადაც ვახტანგ ჭანტურიშვილი გამოდის, ამხანაგურად გაეჯიბრებიან. საინტერესოა, საქართველოს ნაკრების მცველის სატრანსფერო
მომავალი მანამდე თუ გაირკვევა.

altfrancebleu: გურამ კაშიას ფრანგული კლუბი იწვევს

altვაისის ტრიუკი - ჩემპიონთა ლიგაზე კაშიასთან ერთად?

altგიორგი ქვილითაია კვიპროსულ მედიაში - მომავალზე, ქეცბაიაზე, კაშიასა და გვილიას შესაძლო ტრანსფერზე



ასევე დაგაინტერესებთ