ვაისი: ქართველებმა დამირეკეს, გუნდში კი მხოლოდ მათ ავიყვან...

AutoSharing Option
სლოვაკური ბრატისლავის "სლოვანი" სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრების ექსდამრიგებელმა ვლადიმირ ვაისმა ჩაიბარა და გუნდს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სწორედ ის გაუძღვება.

დღეს ქართულმა საიტმა goal.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გურამ კაშია კარიერას სწორედ "სლოვანში" განაგრძობს, რაზეც სლოვაკური გამოცემები 1 კვირის წინ წერდნენ. ŠPORT.sk წერს, რომ კლუბმა კაშიას ტრანსფერი ჯერ არ დაადასტურა, თუმცა არც უარუყვია.

იქამდე კი ვლადიმირ ვაისმა "სლოვანში" მისვლისას პრესკონფერენციაზე განაცხადა:

"ქართველები სანახაობრივი ფეხბურთელები არიან და ღვთით ბოძებული ნიჭი აქვთ. მათ გამოცდილი ფეხბურთელებიც ჰყავთ, რომელთა ნაწილი სლოვაკეთში სიამოვნებით ითამაშებდა.
უკვე დამირეკეს, თუმცა გუნდში მხოლოდ ისეთ ფეხბურთელს მოვიყვან, რომელიც 100%-ით მზად იქნება.

ყველა საკითხი კლუბის ხელმძღვანელობასთან უნდა შევათანხმო".

ვაისს არაერთხელ უთქვამს, რომ გურამ კაშია სანიმუშო პროფესიონალია და ნაკრების მოთამაშეებისთვის მისაბაძი მაგალითი. ცხადია, სლოვაკი სპეციალისტი ასეთი გამოცდილებისა და კლასის მქონე მოთამაშის აყვანაზე უარს არ იტყვის.

მაგრამ ვლადიმირ ვლადიმირის ძეს არ დაუსახელებია ის ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც მის გუნდში თამაშის სურვილი გამოთქვეს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ჯერ ერთი ყველაზე გამოცდილი მცველია ჩვენი ნაკრების.მერე დიდი არჩევანი არ გვაქვს მაგას მოუმატე ღიპიანი ტიპები რომლებიც ფეხბურთელობას იბრალებენ და მივხვდებით რომ კაშია კარგი მცველია.კიდევ ნუ გამოხვალთ ყველანი ექსპერტები.რაც არ არის შენი საქმე ცხვირს ნუ ჩაყობ.კიელინი კაშიაზე დიდია მაგრამ უდიდესი მცველია და ამ პოზიციის მოთამაშე 19 წლისაც არ გამოირჩევა განსაკუთრებული სისწრაფით.ფეხბურთში არსებობს ასეთი მცნება პოზიცია)))))ასე რომ სიბოროტით საუბარი არაა მთლად მიზანშეწონილი.ვერც თქვენ ბრძანდებით კომპეტენტური მთლად.
ირაკლი
14 ივლისი 2021 17:54
0
დაიწყეს ვლადიმიროვიჩთან საქმის ჩაწყობა? :)
:)
10 ივნისი 2021 10:59
0
კაშია ჩააკვეხეთ აუცილებლად სადმე და აქეთ და ადიდეთ. ტიპი ვარდნის გარდა ვეღარ ეწევა თავდამსხმელებს იმდენად აქვს სისწრაფე დაკარგული. ამერიკაშიც კი აღარ ათამშებდნენ. კაი რა ყველაფერს აქვს საზღვარი. გოლები გაანალიზეთ რაც საქართველომ გაუშვა ამ ბოლოს იქნრბ მერე მაინც მიხვდეთ ...
Lm
10 ივნისი 2021 09:53
14
ისიც უნდა გაანალიზოთ, რამდენი გოლი გადარჩა უშუალოდ კაშიას კარგი თამაშით და დაცვის სწორი ორგანიზებით. შეცდომის გარეშე რომელი მცველი გაგიგონით? მით უმეტეს ჩვენნაირ გუნდში. კარგი და ცუდი შეფარდებითი სიტყვებია და მათ დასადგენად ორმხრივი ანალიზია საჭირო.
გიზოგ
10 ივნისი 2021 10:32
1
მეგვეგო მაკედონიელებისთვის და ძეგლს დაუდგამდნენ სადმე რუსთაველზე, ერთი ნაბიჯია...
ზორბეგი
09 ივნისი 2021 23:23
0
ისე, ბარემ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი დაგეწერათ, რუსულთან უფრო ახლოს იქნებოდა.
ზურა
09 ივნისი 2021 21:33
8
რა "ვლადიმირ ვლადიმირის ძე" - ეს კაცი რუსი კი არ არის! ცოტა სერიოზულად მოეკიდეთ საქმეს. რუსები თუ ასე უწოდებენ - ჩვენც რუსები ვართ?!
levan
09 ივნისი 2021 17:33
9
დიდი ვერაფერი ჩემპიონატი ვერ აქვთ სლოვაკებს.
რობერტინიო
09 ივნისი 2021 17:19
3
ჩვენსას მაინც ჯობია სამწუხაროდ
მიგელ
09 ივნისი 2021 21:19
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული