"ფეხბურთისგან შესაბამისი სიამოვნება ვერ მივიღე..." - ოთარ კაკაბაძე "ტენერიფედან" წამოვიდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის მცველმა ოთარ კაკაბაძემ ესპანური "ტენერიფე" დატოვა და თავისუფალი აგენტია. ამის შესახებ მან საკუთარ "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა:

"ტენერიფეში" ჩემი კარიერა დასრულდა. სპორტული კუთხით ძალიან რთული წელი გამოდგა და პანდემიიდან გამომდინარე, ფეხბურთისგან შესაბამისი სიამოვნება ვერ მივიღეთ.

კლუბში დიდ ადამიანებსა და პროფესიონალებთან ერთად ვიყავი და ამით განსაკუთრებული გამოცდილება შევიძინე.

მადლობას ვუხდი "ტენერიფეს" თითოეულ პერსონალს, ჩემს თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს."

კაკაბაძე "ტენერიფეს" შვეიცარიული "ლუცერნიდან" 2020 წელს შეუერთდა. ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მას "ხიმნასტიკშიც" უთამაშია, იყო დანიური "ესბიერგის" წევრი.  მცველმა კარიერა თბილისის
"დინამოში" დაიწყო. ოთარს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 41 მატჩი აქვს გამართული.

altმიზანი "ლა ლიგასა" და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია - ოთარ კაკაბაძე წარსულსა და მომავალზე




მკითხველის კომენტარები / 8 /
ერთი ნაბიჯი კი დაგვაკლდა გასვლამდე და....
ზურა
12 ივნისი 2021 17:51
0
წაიყვანს ამასაც ლიდსი ან იუვენტუსი. გვილია ბაიერნს უყიდია 700 ლარად/
J/YER
12 ივნისი 2021 09:43
2
საოცარია ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებიდან ერთიც კი არ თამაშობს საშუალო დონის ევროპულ გუნდში,მეორე დივიზიონის ფეხბურთელებით გვინდოდა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა)))
მამუკა
12 ივნისი 2021 03:37
0
განაპირა მცველს თუ კარგი ჩაწოდება არა აქვს, კაპიკია მაგისი ფასი, მე რაღაც არ მახსენდება კაკაბაძის ჩაწოდების შემდეგ არათუ გოლი, სახიფათო მომენტიც კი, ძლიან სუსტია დამამთავრებელ ფაზაში, სანამ ამას არ გამოასწორებს, სულ საშუალოზე დაბალ გუნდებში ითამაშებს.
11 ივნისი 2021 18:17
1
ვნახოთ აბა შენს აგენტს რისი თავი აქვს...
ისე აგენტი ყავს ზინჩენკოს-ტიპი ჯერ უკრაინის ომის პონტში უგუნდოდ იყო და სახლში იჯდა..ჯერ რუსეთში აათამაშა და მერე მანსიტიში წეპა
Levani
11 ივნისი 2021 16:54
2
გელოდებით მშობლიურ გუნდში...
დინამო გულის ფიცარზე...
11 ივნისი 2021 14:55
3
კაკაბ დინამოში არ მოხვიდე გელოდებიტა რა ის კიდე , რამე კაი ევროპული გუნდი იპვე და მიაწექი
ლშა
11 ივნისი 2021 16:27
3
წელს,ვერც თვითონ ოთარი იყო ძველებური.რაღაც მოაკლდა მის თამაშს,კლუბშიც და ნაკრებშიც.ალბათ სიმწვავე,აზარტი...არ ვიცი რა,მაგრამ ეს ის ოთარი აღარ იყო.კარგ გუნდს,კარგ კონტრაქტს და კარგ თამაშს ვუსურვებ,მომავალში
სოსო
11 ივნისი 2021 14:34
0

სიახლეები პოპულარული