კვარაცხელია Golden Boy 2021 წლის ათეულშია - ხმის მიცემა გრძელდება

AutoSharing Option
Tuttosport-ის მიერ ორგანიზებულ Golden Boy 2021-ის ჯილდოსთვის, სადაც ხმის მიცემა ხვიჩა კვარაცხელიასათვისაცაა შესაძლებელი, ჯერჯერობით თურქი ფეხბურთელი ლიდერობს, ქართველი შემტევი კი მეექვსე-მეშვიდე ადგილებს იყოფს.

ერსინ დასტანოღლუ, რომელსაც ხმების 52,8% აქვს მოპოვებული, თურქული "ბეშიქთაშის" მეკარეა. გასულ სეზონში სუპერლიგაში მან 35 მატჩი გამართა.

"რუბინის" ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას, ამ ეტაპზე, ხმა 3122-მა ადამიანმა მისცა (126 488 მონაწილიდან). ხორვატიის "ჰაიდუკის" 18 წლის ფორვარდ სტიპ ბიუკს ზუსტად ამდენივე მხარდაჭერა აქვს.

ათეულში ხვიჩაზე წინ არიან "მარსელის" 19 წლის ბრაზილიელი ფორვარდი ლუის ენრიკე ლიმა, ლისაბონის "სპორტინგის" 18 წლის
მცველი ნუნო მენდესი, კიევის "დინამოს" 18 წლის მცველი ილია ზაბარნი და "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების 18 წლის ნახევარმცველი პედრი.

შეგახსენებთ, კვარაცხელიასთვის ხმის მიცემა ისევ შეგიძლიათ


altკვარაცხელიას პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად მხარდაჭერა სჭირდება




მკითხველის კომენტარები / 13 /
41,9% და 17,9%.ეს 19 ივნისის მონაცემებია,18,23 წუთზე
სოსო
19 ივნისი 2021 18:24
0
ერთი ეს ბიჭი ვნახო დაბინავებული სადმე და მეც დავისვენებ , თქვენც და თვითონაც !!!
Vasili
16 ივნისი 2021 22:32
1
რა კვარაცხელია სირცხვილია,სეზონში 4-გოლი აქვს გატანილი,იყოს იქ იმ რუბინში და რუსებთან აგორავოს ბურთი,მადლობა ღმერთს ბრუნდება ჩაკვე მალე,
აკო
16 ივნისი 2021 19:07
66
და მერეც რა რომ 4 გოლი აქვს გატანილი ? მაგის მოვალეობა გოლების გატანა კი არა შეტევის წამოწყება გაგრძელება და საგოლე პასის გაკეთებაა და ამ სამივეს ხუთიანზე ასრულებს და რაც მთავარია ქმნის სანახაობას! და ამიტომაც უყვართ არა მარტო ყაზანში არამედ მთელ რუსეთში ! უკვე თამაშებზე ხალხი მეორე ტაიმში მარცხენა ფლანგის ტრიბუნებზე გადადის ახლოდან რომ უყურონ ხვიჩას (თავის დროზე უფროსი და უმცროსი მესხების გამო აკეთებდა ხალხი ამას) რამდენი პენალი მოიპოვა და რამდენი საგოლე პასი გააკეთა ? 4 საგოლე პასი თითქოს არააა ბევრი მაგრამ მისი ბრალი არაა რომ ბენტერა თანაგუნდელები ყავს და და ძალიან ბევრი უმაგრსი საგოლე პასი გაუფუჭეს ! ხვიჩას რომ ყოლოდა გუნდში ჰოლანდის სალაჰის ან თუნდაც ძიუბას დონის გამტანი პარტნიორი მაშინ მინიმუმ 18-19-20 საგოლე პასი ექნებოდა !
ზურა222
19 ივნისი 2021 07:50
0
რამ დაგბოღმა ესე?! ჩაკვეტაძე რომ მაგარი ბიჭია არაა საკამათო,მაგრამ არც გიოს აქვს გოლების ზღვა გატანილი და სიმართლე ვთქვათ რომ დიდი ფეხბურთი ჯერ ფაქტობრივად არც აქვს ნათამაშები და დასამტკიცებელი აქვს რომ მაგარია,ისევე როგორც ხვიჩას.
საქართველო
17 ივნისი 2021 06:16
0
ყველა გამოხმაურება
კი მივეცი ხმა მააგრამ მთელი თურქეთია დარაზმული და იმ თურქს უკვე 51% აქვს და გცვიას კი მხოლოდ 4% @
ზურა222
16 ივნისი 2021 18:37
1
ყოველდღე მცირდება თურქის პროცენტი და იზრდება ხვიჩასი.თურქეთი გამოვარდება ევროპის პირველობიდან და მისი ხმები კიდევ უფრო დაიკლებს.დღეს დილით,თურქს,44,7% ჰქონდა,გუშინ კი45,6%.ხვიჩას12,და კიდევ რაღაცა,ახლა კი,13,2% აქვს.ასე რომ ბრძოლას აზრი აქვს.საჭიროა მხოლოდ ყოველდღიურად მივცეთ ხმა.თან არც დიდი რამე მეკარეა.თან არც მეორე ადგილია ცუდი,ყოველ შემთხვევაში,მინდვრის მოთამაშეებში,პირველ ადგილზეა და ესეც რაღაცას ხომ ნიშნავს?
სოსო
18 ივნისი 2021 11:16
0
გააზიარეთ ფეისბუკ ჯგუფებში ეს ინფორმაცია, ყველამ რომ გაიგოს და როგორც ზაზა ფაჩულიას დავუჭირეთ მხარი, ასე გავიყვანოთ ხვჩა პირველ ადგილზე.
რედაქციას
16 ივნისი 2021 16:32
2
ძაან დაუბერეთ თქვენ
სანამ ამ ბიჭსაც არ გააყოყოჩებთ ვაი ჟურნალისტები, არ მოისვენებთ.
444
16 ივნისი 2021 16:22
9
გაყოყოჩება რა შუაშია ? უცხოური საიტი ატარებს გამოკითხვას და ხმაც აღარ მივცეთ ??
ზურა222
16 ივნისი 2021 18:38
3
მე პირადად გელა ნუგზარაშვილს მივეცი ხმა
მიდი გელა!!
16 ივნისი 2021 15:05
17
და იმან რა მოგცა ??
ზურა222
19 ივნისი 2021 07:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული