ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ჯვაროსანთა" კაპიტანი და ვიცე-კაპიტანი ჩემპიონთა ლიგის გუნდში გადავიდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია სლოვაკეთის ჩემპიონ ბრატისლავის "სლოვანში" გააგრძელებენ კარიერას, რომლის მწვრთნელი ჩვენი ეროვნული გუნდის ყოფილი თავკაცი ვლადიმირ ვაისია.

კანკავა ბოლოს ფრანგულ "ვალანსიენში", ხოლო კაშია თბილისის "ლოკომოტივში" ასპარეზობდა. კლუბმა მათ კონტრაქტები გაუფორმა და ოფიციალურად წარადგინა.

ვაისმა განაცხადა, რომ კანკავასა და კაშიას დიდი გამოცდილება აქვთ, ბოლომდე ენდობა, ეს სჭირდებათ და ამიტომაც დაიმატეს.

ქართველმა ფეხბურთელებმა ახალ გუნდში გადასვლის გამო კმაყოფილება გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ გუნდს მაღალი მიზნების მიღწევაში უნდა დაეხმარონ.

"სლოვანი" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ირლანდიის
"შემროკს" დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ