პოპულარული სააგენტო კვარაცხელიასა და "დორტმუნდზე" წერს - შეაფერხებს თუ არა სამუშაო ვიზა ინგლისურ კლუბებს?!

AutoSharing Option
პოპულარული სააგენტო transfermarkt-ი წერს, რომ დორტმუნდის "ბორუსია" ყაზანის "რუბინიდან" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით სერიოზულადაა დაინტერესებული:

"კონკურენცია დიდია, განსაკუთრებით, იტალიური კლუბებიდან. გარემარბით მიუნხენის "ბაიერნიც" უნდა იყოს დაინტერესებული, ინგლისის კლუბების თავის შეკავების მიზეზი კი შესაძლოა, სამუშაო ვიზა გახდეს.

კვარაცხელია სწრაფ და ტექნიკურ მოთამაშედ მიიჩნევა, ძლიერი დრიბლინგითა და პასებით. მან 2020/21 წლების სეზონში რუსეთში თავი კარგად გამოიჩინა. ხვიჩა ელეგანტური მოთამაშეა და დიდი პოპულარობით სარგებლობს იმის გამო, რომ დარტყმა ორივე ფეხით შეუძლია.

სულ რაღაც 20 წლის ასაკში კვარაცხელია განიხილება ძვირფასეულობად, რომელსაც აქვს დიდი განვითარების პოტენციალი და
შანსი, თავისი სამშობლო საქართველოს სუპერვარსკვლავი გახდეს.

altსლუცკი კვარაცხელიას და დავითაშვილს ელის

altკვარაცხელია Golden Boy 2021 წლის ათეულშია - ხმის მიცემა გრძელდება


მკითხველის კომენტარები / 1 /
არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ნიდერლანდების თავდამსხმელი დეპაი ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ რაც მაგან ბურთები "გამაზა" ხვიჩა ერთს არ გააფუჭებდა!
aburjga
11:34 18-06-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული