Golden Boy 2021-ის გამოკითხვაში კვარაცხელია მე-2 ადგილზე გადავიდა

AutoSharing Option
Tuttosport-ის მიერ ორგანიზებულ Golden Boy 2021-ის ჯილდოსთვის, სადაც ხმის მიცემა ხვიჩა კვარაცხელიასათვისაცაა შესაძლებელი, ქართველი ფეხბურთელის მხარდამჭერებმა მკვეთრად მოიმატეს და "რუბინის" გარემარბი 27070 მით მეორე ადგილს იკავებს.

ბოლო დღეების განმავლობაში კვარაცხელიას ხმები მნიშვნელოვნად გაიზარდა. შეგახსენებთ, გამოკითხვის პირველი დღის შემდეგ მას მხარს დაახლოებით 3% უჭერდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი 14,1 %-ს შეადგენს.

პირველ ადგილს ისევ "ბეშიქთაშის" კიპერი ერსინ დასტანოღლუ იკავებს, თუმცა მისი უპირატესობა ძველებურად შთამბეჭდავად აღარ გამოიყურება (44.7%).

ქართველ ფეხბურთელთან ყველაზე ახლოს "მარსელის" 19 წლის ბრაზილიელი ფორვარდი ლუის ენრიკე ლიმა (8.9%) და
ლისაბონის "სპორტინგის" 18 წლის მცველი ნუნო მენდესი (6.7%) გახლავთ. დანარჩენი ნომინანტები მოწინავეებს საკმაოდ ჩამორჩებიან.


altკვარაცხელია Golden Boy 2021 წლის ათეულშია - ხმის მიცემა გრძელდება



მკითხველის კომენტარები / 10 /
დაწერეთ კიდევ სტატია იქნებ ხალხმა იაქტიუროს. 1 ადგილამდე 17% აკლია ხვიჩას
https://www.tuttosport.com/sondaggi/calcio/golden-boy/2021/06/14-82660191/vota_il_golden_boy_2021_ecco_le_100_nomination/risultati
ფსშვიუ
28 ივნისი 2021 10:45
0
კაი, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და პატარა ქვეყნის კომპლექსი გვაქვს, მაგრამ ამხელა თურქეთი რომ რიგში ჩადგა ხმის მიცემის პროცესში, არ რცხვენიათ? :) ჩინელები მახსენდება-ია მინი ოლ-სტარსზე რომ გაიყვანეს, იმდენი ხმა მისცეს. ჩვენ ცოტა დაგვაკლდა, ფაჩულიას გასაყვანად :)
ბოსკამპის უკვდავი ფრაზა
18 ივნისი 2021 16:29
2
189 053 ეს რაოდენობა სულ არის შესული ხმების და აქედან 25464 აქვს მიღებული... დააკვირდით
შეასწორეთ
18 ივნისი 2021 12:39
0
ყოველდგე არის შესაძლებელი ხმის მიცემა და რა არის აქ გასაკვირი?
bacho
18 ივნისი 2021 16:57
0
მესამეზეც ხომ არაა?! უკვე ბევრად მეტი ხმააქვს, მთავარი პროცენტი და ადგილიაუ
უმნიშვნელო
18 ივნისი 2021 14:01
0
თურქებიც ჩვენნაირი ხალხია,მობილიზდენ ჩვენსავით, უბრალოდ მოსახლეობაა მეტი და გვჯობნიან
gio
18 ივნისი 2021 12:38
1
ფაჩულია ვათამაშეთ ლამის ოლ სტარსზე და ეს კაციც არ უნდა შევარცხვინოთ
ჰეჰებოი
18 ივნისი 2021 13:42
1
რა მნიშვნელობა აქვს რომელ ადგილზე იქნება. მისი თამაშის ხარისხზე ექნება გავლენა?
ირაკლი ქუთაისელი
18 ივნისი 2021 12:32
8
ბოლოზე გავიდეს მაშინ
ზახარიჩი
18 ივნისი 2021 14:04
4
Აბა თურქი დროჩუნები აჯობებენ თუ ქართველები... არადა არაფერს ნიშნავს...
ალი
18 ივნისი 2021 12:25
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული