ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

Golden Boy 2021-ის გამოკითხვაში კვარაცხელია მე-2 ადგილზე გადავიდა

AutoSharing Option
Tuttosport-ის მიერ ორგანიზებულ Golden Boy 2021-ის ჯილდოსთვის, სადაც ხმის მიცემა ხვიჩა კვარაცხელიასათვისაცაა შესაძლებელი, ქართველი ფეხბურთელის მხარდამჭერებმა მკვეთრად მოიმატეს და "რუბინის" გარემარბი 27070 მით მეორე ადგილს იკავებს.

ბოლო დღეების განმავლობაში კვარაცხელიას ხმები მნიშვნელოვნად გაიზარდა. შეგახსენებთ, გამოკითხვის პირველი დღის შემდეგ მას მხარს დაახლოებით 3% უჭერდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი 14,1 %-ს შეადგენს.

პირველ ადგილს ისევ "ბეშიქთაშის" კიპერი ერსინ დასტანოღლუ იკავებს, თუმცა მისი უპირატესობა ძველებურად შთამბეჭდავად აღარ გამოიყურება (44.7%).

ქართველ ფეხბურთელთან ყველაზე ახლოს "მარსელის" 19 წლის ბრაზილიელი ფორვარდი ლუის ენრიკე ლიმა (8.9%) და
ლისაბონის "სპორტინგის" 18 წლის მცველი ნუნო მენდესი (6.7%) გახლავთ. დანარჩენი ნომინანტები მოწინავეებს საკმაოდ ჩამორჩებიან.


altკვარაცხელია Golden Boy 2021 წლის ათეულშია - ხმის მიცემა გრძელდება



ასევე დაგაინტერესებთ