ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ვაისის, კანკავასა და კაშიას პირველი შეხვედრა - მზადება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოსთვის

AutoSharing Option
საქართველოსა ეროვნული ნაკრების კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის, ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას ახალი კლუბი, ბრატისლავის "სლოვანი" ჩემპიონთა ლიგის პირველი სკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს და დღეს, 20 ივნისს პირველ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

სლოვაკეთის ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი, ვლადიმირ ვაისი ავსტრიაში გამგზავრებამდე ამბობს:

”ჩვენ რვა დღის განმავლობაში მოვემზადებით, სადაც სამ კარგ შეხვედრას გავმართავთ. ეს მზადების მეორე ნაწილია, სადაც უფრო მეტად შევთამაშდებით და ტაქტიკურ სქემებზე ვიმუშავებთ. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩამდე ორ კვირაზე ნაკლები დრო დაგვრჩება, ამიტომ კარგად უნდა მოვემზადოთ. ყოველი
დღე მნიშვნელოვანია.

როცა გადაწყდა, რომ პირველ შეხვედრაში ირლანდიის ჩემპიონ "შემროკს" ვეთამაშებით, მეტოქიდან გამომდინარე, მზადების გეგმები გარკვეულწილად შეცვალა. მჯერა, რომ კონცენტრირებულები ვიქნებით და კარგი მატჩებს გავმართავთ.

ავსტრიაში ორჯერადი ვაჯიშები გვექნება, ფიზიკური მდგომარეობა უნდა გავაუმჯობესოთ."

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "სლოვანისა" და ირლანდიური "შემროკის" დაპირისპირებები 6 და 13 ივლისს შედგება (პირველი შეხვედრა სლოვაკეთშია), მანამდე კი ქართველების კლუბი 4 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს - ავსტრიის "კაფენბერგთან", სადაც ლევან ელოშვილი თამაშობს, სლოვენიურ "მარიბორთან", რუსეთის "ორენბურგთან" და ვახტანგ ჭანტურიშვილის "ზლინთან". ქართველი ფეხბურთელი მანამდე სლოვაკურ "ტრნავაში" გამოდიოდა.

საწყის ეტაპზე, კანკავასა და კაშიას კლუბთან ერთად ვერ იქნება უმცროსი ვლადიმირ ვაისი, 31 წლის ფეხბურთელი სლოვაკეთის ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გასასვლელად იბრძვის და ახლა, ესპანეთის ნაკრებთან გადამწყვეტი შეხვედრისთვის ემზადება.

მომზადებულია "სლოვანის" ოფიციალური გვერდის მიხედვით

alt"ჯვაროსანთა" კაპიტანი და ვიცე-კაპიტანი ჩემპიონთა ლიგის გუნდში გადავიდნენ


ასევე დაგაინტერესებთ