ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

საბა ლობჟანიძემ ახალ გუნდში მედშემოწმება გაიარა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 26 წლის ნახევრმცველმა საბა ლობჟანიძემ თურქულ "ჰათაისპორში" მედშემოწმება გაიარა და მალე ამ გუნდის ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება.

ლობჟანიძე 2019 წელს დანიური "რანდერსიდან" "ანკარაგიუჯიუში" გადავიდა, ეს გუნდი ქვედა დივიზიონში გავარდა, ქართველი ლეგიონერი კი ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

"ჰათაისპორი" გასულ სეზონში ჩემპიონატზე მე-6 ადგილზე გავიდა, მომავალი სეზონისთვის სამზადისს კი 1-ელ ივლისს ერზრუმში შეუდგება.

რა თქმა უნდა, სასიხარულო და მისასალმებელია, რომ ჩვენი ეროვნული გუნდის ფეხბურთელი კარიერას უკეთეს გუნდში გააგრძელებს.