მხოლოდ ერთი მეტოქე კვარაცხელიაზე წინ - Golden boy 2021

AutoSharing Option
Tuttosport-ის მიერ ორგანიზებულ Golden Boy 2021-ის ჯილდოსთვის ბრძოლა, სადაც ხმის მიცემა ხვიჩა კვარაცხელიასათვისაცაა შესაძლებელი, გადამწყვეტ ფაზაში შევიდა.

ქართველი ფეხბურთელი ისევ მეორე ადგილზეა (45 023 ხმით), თუმცა მისი მხარდამჭერების რაოდენობა ყველაზე მზარდია (ამჟამად 20.8%).

არ შეცვლილა "რუბინის" გარემარბთან ყველაზე ახლოს მყოფი მოთამაშის ვინაობაც, ოღონდ "მარსელის" 19 წლის ბრაზილიელ ფორვარდ ლუის ენრიკე ლიმას ქართველი უკვე საკმაოდ დიდი სხვაობით უსწრებს (ლიმას 17 135 ხმა აქვს, რაც 7.9%-ს შეადგენს).

პირველ ადგილზე ისევ "ბეშიქთაშის" მეკარე ერსინ დასტანოღლუა, თუმცა მისი დიდი უპირატესობა ისევ შემცირდა (40.1%, 86 808 ხმა).

სიაში ბევრი საინტერესო გვარია - "ბაიერნისა" და გერმანიის
ნაკრების ნახევარმცველ ჯამალ მუსაილას მხარს 1,1% უჭერს, "რეალის" ბრაზილიელ შემტევ როდრიგოს კი მხოლოდ - 0.1%. მასზე ცოტათი მეტი (0.2%) მხარდამჭერი ჰყავს "არსენალისა" და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელ ბუკაიო საკას.

ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ


altკვარაცხელია მეორე ადგილზე, სერიოზული უპირატესობით - Golden Boy 2021-ისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში!





მკითხველის კომენტარები / 15 /
Xvichas gaswvriv wreshi rom monishnav shemdeg sias bolomde chamoxval da siis qvemot vote daklikav da eg ari
Kaxa
22 ივნისი 2021 01:40
1
მართლაც საღოლ ეგ ჯუღელი, ეს ძირითადათ მაგის გაკეთებული pr- ია, რუსეთის "რუბინის" მოთამაშეს ვინ შეხედავდა,კი ბატონო ნიჭიერია, მაგრამ 84- რეიტინგზე მყოფი საქ.ნაკრების და საშ.რუსული კლუბის ფეხბურთელი, ვიმეორებ რო არა ჯუღელი, ნაკლებ საინტერესოა.
17-18 წლ. ბიჭები ევროზე რო ბრწყინავენ, მოუსმინეთ კომენტატორს რა კლუბებიდან არიან და რა ტიტულებს ფლობენ.
vaxo
21 ივნისი 2021 19:04
17
ინგლისური არ ვიცი. იმ ბმულზე რომ შევალ და ხვიჩას გასწვრივ წრეზე რომ დავაკლიკებ შემდეგ როგორ უნდა მოვიქცე????????????????????????
კეთილი კაცი
21 ივნისი 2021 18:44
1
სიაში სულ დაბლამდე ჩადი და სიის ქვეშ,ხაზებში ჩასმული,ორი წარწერაა.მარცხენას დააკლიკე პირველად და შენი ხმა,ამით დაფიქსირდება.შემდეგ მის გვერდითვე მეორე წარწერა რომ არის ხაზებში ჩასმული,იმას დააკლიკე და ისევ უკან აუყევი სიას.უკვე გამოჩნდება,ვის რამდენი ხმა და პროცენტი აქვს.ახლა მივეცი ხმა და თურქს,40,0% აქვს.ხვიჩას კი,21,1%.მე 18 ივნისს დადებულ სტატიაში,შიგნით რომ არის წითელი ფერის წარწერა,ხმის მიცემა ამ ლინკზე შეიძლებაო,იქ ვაძლევ ხმას.აქ რაც არის,ის ვერც მე გავხსენი.
სოსო
22 ივნისი 2021 17:52
0
თავს ნუ შეიწუხებთ პატივცემულო, ეგ კონკურსები ჩვეულებრივი pr- ია,აგენტების შექმნილი, რომელიც ფეხბურთის სპეციალისტებისთვის არაფერს წარმოადგენს
თუ ფულს გადაიხდი ვისაც გინდა გაიყვან.
gela
21 ივნისი 2021 22:11
4
ხვიჩას არ ვაკნინებ მაგრამ ევროპᲘს მაშტაბით საუკეთესო ტალანტი არა ვიყოთ ობიეკტურები თორემ მალე სომხებს გადავასტრებთ ესეთი მენტალიტეტით. Ისედაც მსოფლიომ ფაჩულიაზე დაგვცინა ველურებს შეგვადარა რაც საწყენია :((
ნიკა
21 ივნისი 2021 17:41
4
ესეც უცნაური მენტალიტეტია - მსოფლიომ არა, გალაქტიკამ დაგვცინა. თავი ვეღარ გამოგვიყვია სირცხვილით ;)
ვვვ
21 ივნისი 2021 19:01
2
გული აე გაიტეხო მეგობარო, ხვიჩამ მოიგოს და მეტი ვალდებულება ექნება რომ თავისი "ოქროს ბიჭობა" დაამტკიცოს. მასე 21 წლამდე ფეხბურთელებში არც თურქების მეკარეა ყველაზე დიდი ტალანტი, და მაგასაც გაუტანენ ბურთებს. წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან. ჩვენ მივაწვეთ და ვისაც დაცინვა უნდა ის ნებისმიერ შემთხვევაში დაგვცინებს.
სერხიო
21 ივნისი 2021 18:43
2
ხმის მიცემა ბევრჯერ შეიძლება, ასე რომ მიაწექით
პელე
21 ივნისი 2021 16:20
2
ფულის სტანოკია დღეს ფეხბურთი, ხოდა ამ სტანოკმა რომ ჭრიალი არ დაიწყოს დაზეთვაა საჭირო, ზეთი კიდევ მარკეტინგია, რომელსაც რუბინი ძალიან კარგად ახერხებს.
რუბინის ოფიციალური საიტის მიხედვით კლუბმა მარკეტინგში და რეკლამაში ბოლო 9- თვეში მილიონ ნახევრამდე დოლარი დახარჯა, აქედან უშუალოდ კვარაცხელიაზე მოდის 70%.
უღირს გუნდს დახარჯოს 1 მილიონი ერთ ფეხბურთელზე და მისმა ფასმა 5 მილიონით მოიმატოს. ეს არის სწორი მარკეტინგი რაც ქართულ ფეხბურთში არც იციან რა ხილია.
ირაკლი
21 ივნისი 2021 15:52
0
ძალიან ნიჭიერია ხვიჩა და იმედია გაიმარჯვებს მაგრამ კითხვაა - რატომ? რუსეთის ჰა ჰა საშუალო ჩემპის საშუალო გუნდში გოლ+პასით 10 თუ ექნება, შეიძლება ცოტა მეტი ან ნაკლები, ჩვენ კი ვიცით რომ თუ კარიერას ჭკვიანურად ააწყობს ფენომენი გახდება მაგრამ ევროპამ როგორ ან რატომ იცის? თუ Allstar-ის ამბავი მეორდება?
ზორბეგი
21 ივნისი 2021 14:03
4
არის კი ლოგიკა, ამიტომ სჯობს ამ გამოკითხვაში არ გაიმარჯვოს, არც არაფრის მომცემია და თან ირონიით შეხედავენ ამ ყველაფერს ცოტა. სჯობს მერე და მერე თამაშით გაითქვას სახელი და ასე დაიმსახუროს პატივისცემა. ბეშიქთაშის მეკარის სახელი რამეს გეუბნებათ? ასეა ხვიჩაც ევროპისთვის და არაფერში არ ჭირდება არც ეს უაზრო გამოკითხვა და არც ზედმეტი ქება-დიდება...
ლევანი
21 ივნისი 2021 15:37
0
არ იხსნება თქვენს მიერ დადებული ბმული..... 50 000 ხმა სჭირდება და თბილისის ერთი უბანიც ეყოფა ხმა რომ მივცეთ არაფერს ვამბობ საქართველოს მასშტაბზე, მაგრამ არ იცის ხალხმა და მოიფიქრეთ რამე რომ ხალხმა მასიურად მიიღოს მონაწილეობა ხმის მიცემაში, ამ პრიზის აღებით კვარას დიდი რეკლამა გაუკეთდება.... ფედერაციამაც მიიღოს მონაწილეობა ....მარტო საიტი ვერ მოახერხებს...
ss
21 ივნისი 2021 13:59
2
კვარაცხელიას 42601 ხმა აქვს და პირველ ადგილზე მყოფს 40.7%? ერთი რაოდენობაა და მეორე პროცენტი. ეს ორი როგორ შავადაროთ???
გიორგი
21 ივნისი 2021 11:25
10
პირველ ადგილზე არის ბეშიქთაშის,თურქი მეკარე, რომელსაც აქვს ხმების 40.6% რაც არის 86667 ხმა 213483 ხმიდან.
ნაკრები
21 ივნისი 2021 12:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული