"მეცს" მაღალი მიზნები აქვს - სად ითამაშებს მიქაუტაძე?!

AutoSharing Option
გიორგი მიქაუტაძის ფრანგულმა "მეცმა" ლიგა 1-ის გასული სეზონი მეათე ადგილზე დაასრულა და ევროზონას ვერ შესწვდა - მეექვსეადგილოსან "რენს" 11 ქულით ჩამორჩა.

გუნდის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, რათა მომავალ სეზონში მაღალი მიზნებისთვის იბრძოლონ და ამისთვის გაძლიერებას გეგმავენ.

საქართველოს ნაკრების ფორვარდ გიორგი მიქაუტაძეს ბელგიურ "სერენში" იჯარა ამოეწურა.
ჯერჯერობით კლუბს გადაწყვეტილება არ მიუღია, გიორგის ისევ გაანათხოვრებენ თუ თამაშის საშუალებას მისცემენ. გასულ სეზონში "მეცის" ყველაზე შედეგიანი ფორვარდი 22 წლის იბრაჰიმ ნიანი იყო. სენეგალელმა 6 გოლი გაიტანა.

"მეცი" სოფიანე ალაკუჩითაა დაინტერესებული. ლიგა 1-დან გავარდნილი "ნიმის" 22 წლის
ფლანგელმა გასულ სეზონში 22 მატჩი გამართა და 2 საგოლე პასი შეასრულა. სავარაუდოდ, გუნდს დატოვებს 25 წლის მარჯვენა მცველი ფაბიან ცენზონე და თურქულ "ტრაბზონსპორში" გადაბარგდება.

საფრანგეთის ლიგა-1-ის 2021-22 წლების სეზონის კალენდარი ჯერ არ გამოქვეყნებულა.

შეგახსენებთ, 20 წლის გიორგი მიქაუტაძეს ბელგიურ "სერენში" მშვენიერი სეზონი ჰქონდა და გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ქართველმა ფორვარდმა, პლეი-ოფების ჩათვლით, 22 გოლის გატანა შეძლო და საკუთარი კლუბის ბელგიურ ელიტაში აღზევებაში უდიდესი როლი შეასრულა. მიქაუტაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

მომზადებულია livefoot-ის მიხედვით

alt"ქართველი თავდამსხმელი როგორ არ ვახსენოთ?!" - მიქაუტაძე სიმბოლურ გუნდშია...

altგიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებზე საუბრობს


მკითხველის კომენტარები / 4 /
ან დასვამენ სკამზე ან ისევ ქვედა ლუგაში იჯარით გაუშვებენ. ძირითადში არავინ არ დააყენებს. არაა მზად ამ დონისთვის.
გენა
24 ივნისი 2021 14:23
3
Მთავარია სკამზე დასასმელად არ გაწირონ, ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ არ გაანათხოვრეს და თან გვარიან თანხად ვინმე შეიძინეს მის პოზიციაზე.
Irakli
23 ივნისი 2021 19:10
1
მბაპეს ვერ იყიდიან და ბელგიის ლიგა 2-ის ბომბარდირს რატო არ უნდა მისცენ შანსი.თუ სისტემატიურად ითამაშებს 6 გოლსაც შეაგდებს და 26საც.
Levani
23 ივნისი 2021 16:46
1
კაი ბიჭია დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს გოლის ალღო აქვს რაც მთავარია სწრაფია ტექნიკური და ყველა მხეიდან ურტყავს მთავარია პასის მიმწოდებელი ყავდეს წარმატებები გიორგი ❤❤❤✌
ემიგრანტი
23 ივნისი 2021 16:29
1

სიახლეები პოპულარული