დავითაშვილი სასტარტოში, ხვიჩას გარეშე და გოგლიჩიძის წინააღმდეგ - "რუბინმა" გაიმარჯვა

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინმა" "ნიჟნი ნოვგოროდთან" ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიას დასვენების საშუალება მიეცა, ხოლო ზურიკო დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ და მან 45 წუთი ითამაშა.

"ნიჟნი ნოვგოროდის" შემადგენლობაში იყო 24 წლის მცველი ლეო გოგლიჩიძე, რომელსაც რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია.

მოგეხსენებათ, ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტის გამო "რუბინს" ზოგიერთი მოთამაშის იჯარით გაშვება მოუწევს. ჯერჯერობით ცნობილი არაა, დარჩება თუ არა გუნდში დავითაშვილი, ხოლო კვარაცხელიას ტრანსფერს ევროპულ ტოპ-კლუბში ველით!

"რუბინი" მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 27 ივნისს, "ურალის" წინააღმდეგ გამართავს, რუსეთის პრემიერლიგის 2021-22 წლების
სეზონის პირველ მატჩში კი 24 ივლისს, მოსკოვის "სპარტაკს" უმასპინძლებს.


altდავითაშვილი საუკეთესოდ აღიარეს და "არსენალი" ეპატიჟება

alt"რუბინი"-"როტორი" - კვარაცხელია და დავითაშვილი სასტარტო შემადგენლობაში არიან [LIVE]
altგამარჯვება უკვე რეალურია - კვარაცხელია პირველადგილოსანს მიუახლოვდა!

altპოპულარული სააგენტო კვარაცხელიასა და "დორტმუნდზე" წერს - შეაფერხებს თუ არა სამუშაო ვიზა ინგლისურ კლუბებს?!

მკითხველის კომენტარები / 4 /
xvicha imitom ar tamaahobs rom misi gayidva gadawyvetilia da arundat ragac amxanaguris gamo 20 milioni dakargon. xvicha janzea da sruli datvirtvit varjishobs. ubralod sanam axal gundshi ar gadava ar atamasheben da sworicaa
0
აუ დღეს ნაღდად ვიგებთ მაკედონიასთან და გავდივართ ევროზე!!.
მიდით ბიჭებო!
მაკედონიას უნდა მოვუგოთ
18:02 24-06-2021
10
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული