"აპოელის" მწვრთნელი გუნდის გეგმებსა და ქართველი ლეგიონერების როლზე საუბრობს

AutoSharing Option
თორნიკე ოქრიაშვილის, გიორგი ქვილითაიასა და მურთაზ დაუშვილის "აპოელის" მთავარი მწვრთნელი, 44 წლის სავას პურსაიტიდისი კვიპროსული Cablenet-ის გადაცემა "VAR-ის გარეშეს" სტუმარი იყო, სადაც კლუბის მიზნებსა და სატრანსფერო ამბებზე, მათ შორის, ქართველ ლეგიონერებზე ისაუბრა:

"მომავალ სეზონში სასიამოვნო ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და დიდი მიზნები დავისახოთ. ჩვენ ყველაზე მეტი ჩემპიონობა გვაქვს მოპოვებული და ეს ისტორია უნდა გავაგრძელოთ!

ხალხს სურს, დომინირებული "აპოელი" იხილოს! ამისთვის ვცდილობთ, გუნდში შესაბამისი ფეხბურთელები მოვიწვიოთ. მატჩებში უპირატესობა უნდა გვქონდეს, ამავდროულად, საკუთარ კარში გოლები მარტივად არ უნდა გავუშვათ.

ქვილითაია არის ზუსტად ისეთი ფეხბურთელი, რომელიც შეტევაში გვჭირდებოდა. ოქრიაშვილი კი
როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა არის პიროვნება, რომელიც ნებისმიერ გუნდს სჭირდება!

მცდარია ინფორმაცია, რომ დაუშვილს "ანორთოსისიდან" წამოსვლამდე ვესაუბრებოდით. ჩვენთან ხელმოწერის შემდეგ ის აღფრთოვანებული იყო...


მომზადებულია protathlima-ს მიხედვით

altბუბა დაუშვილი "აპოელში" გადავიდა

altსატრანსფერო ბომბი - ქვილითაიას შემდეგ "აპოელმა" ოქრიაშვილიც გადაიბირა!

მკითხველის კომენტარები / 2 /
ოქრი სხვა დონეა..ბურთს რო მიიღებს და ფაფხურს დაიწყებს ერთ ადგილზე იფფ...ვაკოც თუ უმშვენებს გვერდს ხო საერთოდ,ესთეტიკის ზეიმია და ჯანოც თუ მიემატა-სამკუთხედად რო დადგებიან და ფეხში პასს ეთამაშებიან ერთმანეთს...სად ნახავს კაცი სხვაგან ასეთ რამეს...სხვები დარბიან ჯორებივით...კაცს თუ ტექნიკა აქვს რა საჭიროა სირბილი,ფეხში პასი და ფაფხური ასწორებს...
და მოედანს მიღმა-სამკარტა ბურაში უბადლოები არიან.
პლეისტეიშენი,ფეისბრუკი,მიდი-მოდი,ბენზინის ჩამოტანა-ყველაფერი ოქრიდან მოდის...უფლება არა გაქვთ
Levani
25 ივნისი 2021 13:06
13
ბრავო :))))))))))))))))))))
superman
25 ივნისი 2021 13:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული