sport-express: გაგნიძის სახით მოსკოვის "დინამომ" პოსტსაბჭოთა სივრცის ტალანტი ჩაიგდო ხელში

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" 18 წლის ნახევარმცველ ლუკა გაგნიძის მოსკოვის "დინამოში" გადასვლას გადაწყვეტილად მიიჩნევს რუსული მედია.

"ჩემპიონატის" შემდეგ ეს "Eurostavka"-მ დაადასტურა და მკითხველს აცნობა, რომ ფეხბურთელი მედშემოწმებას გადის, რის შემდეგაც ხუთწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ, ხოლო ტრანსფერს აგენტი ვალერი ოგანესიანი აგვარებს.

"სპორტ-ექსპრესი" კი წერს, რომ გაგნიძე პოსტსაბჭოთა სივრცეში თავის ასაკში (დაბ. 2003 წელს) ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მოთამაშედ ითვლება და სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მოსკოვის "დინამომ" შეიძლება იჯარით პრემიერლიგის რომელიმე გუნდში გაუშვას.

Transfermarkt-
ის მიხედვით გაგნიძის სატრანსფერო ღირებულება 700 ათასი ევროა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არაა გამორიცხული, ის მოსკოვის "დინამომ" ზამთრამდე იჯარის წესით თბილისის "დინამოში" დატოვოს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ვერ ეშვებით ამ რუსეთს და იმიტომაც გვაქვს საქმე კარგად
გენა
07:00 26-06-2021
8
ამ კლუბის სტრატეგიის ვერაფერი გავიგე.ზრდის პატარა ბიჭებს რო 17-18 წლის ასაკში მაქსიმუმ ასი ათასად გაყიდოს.თვითონ კი უსუსტესი შემადგენლობა ყავს ევროტურნირებისთვის.თავის ნახევარი აღზრდილები კონკურენტ ბათუმშია თან.რას აკეთებს,რისთვის არსებობს საერთოდ?არავინაა ამ თაღლითის მომკითხავი.მგონი დავალებული აქვს ეს გუნდი საერთოდ მოსპოს.ასეთ უტვინო მართვას სხვა ახსნა არ აქვს.
Master
13:55 26-06-2021
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული