sport-express: გაგნიძის სახით მოსკოვის "დინამომ" პოსტსაბჭოთა სივრცის ტალანტი ჩაიგდო ხელში

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" 18 წლის ნახევარმცველ ლუკა გაგნიძის მოსკოვის "დინამოში" გადასვლას გადაწყვეტილად მიიჩნევს რუსული მედია.

"ჩემპიონატის" შემდეგ ეს "Eurostavka"-მ დაადასტურა და მკითხველს აცნობა, რომ ფეხბურთელი მედშემოწმებას გადის, რის შემდეგაც ხუთწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ, ხოლო ტრანსფერს აგენტი ვალერი ოგანესიანი აგვარებს.

"სპორტ-ექსპრესი" კი წერს, რომ გაგნიძე პოსტსაბჭოთა სივრცეში თავის ასაკში (დაბ. 2003 წელს) ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მოთამაშედ ითვლება და სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მოსკოვის "დინამომ" შეიძლება იჯარით პრემიერლიგის რომელიმე გუნდში გაუშვას.

Transfermarkt-
ის მიხედვით გაგნიძის სატრანსფერო ღირებულება 700 ათასი ევროა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არაა გამორიცხული, ის მოსკოვის "დინამომ" ზამთრამდე იჯარის წესით თბილისის "დინამოში" დატოვოს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
რამდენი ტალანტი უნდა დავმარხოთ კიდე რუსეთში?
MT
26 ივნისი 2021 11:09
7
Sxva vin chamodis chveni pexburtelebis casayvanad darcmunebuli Var italiis espanetis germanis saprangetis an holandiis romelime gundi rom dakavshirebuliyo pirdapir ik cavidoda magram rusebis garda sxvas ar ainteresebs chveni pexburtelebi tkven kide idzaxet ver sheeshvit rusebso ara sakartvelos ch3mpionatshi jobia tamashi tan dinamoshi patara xo unda gaandzrio tvini rames ro cer
Kutaisi
26 ივნისი 2021 11:07
5
ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდების ევროპაში მოხვედრას ხელს უშლის ორი რამ- კვოტა არაევროპელებზე და აგრეთვე მაღალი დონის აგენტები რომ არ ყავთ. საჭიროა მუშაობა იმაზე, რომ ჩვენ არ გვეხებოდეს ეს კვოტა. ეს მიღწევადია რადგან ასოცირების ხელშეკრულება გვაქვს ევროპასთან და სახელმწიფო თუ ამაზე იმუშავებს შესაძლებელია ამის გაკეთება . თუმცა ესენი ხომ არაფრის გამკეთებლები არიან...
არტ
26 ივნისი 2021 11:06
2
ვერ ეშვებით ამ რუსეთს და იმიტომაც გვაქვს საქმე კარგად
გენა
26 ივნისი 2021 07:00
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული