კანკავამ გაიტანა, ვაისის გუნდმა ისევ გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვლადიმირ ვაისის მიერ გაწვრთნილმა ბრატისლავის "სლოვანმა" კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრაში გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის გუნდმა ამჯერად ავსტრიულ "ადმირას" 4:0 მოუგო. ერთი გოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავას ანგარიშზეა.

"სლოვანმა" ისევ როტაციას მიმართა, კანკავა კი სასტარტოში იყო და 23-ე წუთზე ანგარიში 3:0 გახადა - ბურთი საჯარიმოსთან ახლოს მიიღო, სწრაფად გაერკვა სიტუაციაში და მოწინააღმდეგის მეკარეს მშვენივრად დაურტყა.

ჯაბამ 75 წუთი ითამაშა, ხოლო "ჯვაროსნების" ვიცე-კაპიტან გურამ კაშიას მატჩის  ბოლო 15 წუთი დაეთმო.  შეგახსენებთ, ავსტრიულ "კაფენბერგთან" შეხვედრაში კანკავამ საგოლე შეტევა წამოიწყო.

"კაფენბერგისა"
და რუსული "ორენბურგის" შემდეგ, ვაისის გუნდმა უკვე მესამე შეხვედრაში გაიმარჯვა. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპამდე, რომელიც სლოვაკურმა გუნდმა ირლანდიის ჩემპიონ "შემროკთან" უნდა გამართოს (7 და 13 ივლისს) ბრატისლაველები კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ვახტანგ ჭანტურიშვილის "ზლინთან" გამართენ. ამ მატჩებში კლუბს სლოვაკეთის ნაკრებიდან დაბრუნებული ვლადიმირ ვაისი-უმცროსიც დაეხმარება.

alt"ნამდვილად 35 წლისაა?" - "სლოვანის" ფანები კანკავათი და კაშიათი აღფრთოვანებული არიან

alt"სლოვანმა" ისევ გაიმარჯვა, ვაისი კაშიასა და კანკავას აქებს

altკაშიასა და კანკავას მიმართ მოკლევადიანი გეგმები გვაქვს - "სლოვანის" გენდირექტორი

altკაშიამ და კანკავამ მოგებით დაიწყეს - "ჯვაროსანთა" კაპიტნის მშვენიერი პასი და საგოლე კომბინაცია [VIDEO]

altვაისის, კანკავასა და კაშიას პირველი შეხვედრა - მზადება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოსთვის


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული