კვარაცხელიამ აპრილის შემდეგ პირველად ითამაშა

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინმა" მორიგი ამხანაგური შეხვედრა, ამჯერად ეკატერინბურგის "ურალთან" გამართა, ხვიჩა კვარაცხელია კი საკმაოდ დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ.

შეხვედრის დასაწყისიდან მალევე, მე-14 წუთზე კვარაცხელია საჯარომოში დაეცა და მას სამედიცინო პერსონალის დახმარება დასჭირდა, თუმცა თამაშის გაგრძელება მოახერხა. რამდენიმე წუთის შემდეგ ერთმანეთს ხვიჩა და "ურალის" მცველი დემოვი შეეჯახნენ, მაგრამ სერიოზული არაფერი ყოფილა.

პირველი ტაიმის შემდეგ, "ურალი" 2:0 დაწინაურდა და ეს ანგარიში 90 წუთში აღარ შეცვლილა. თუმცა, გუნდებმა გადაწყვიტეს, მესამე ტაიმი ეთამაშათ.

კვარაცხელიამ ერთხელ საჯარიმოს კუთხიდან დაარტყა და ბურთმა ძელს ახლოს ჩაუარა
-  ქართველ შემტევს სხვა სახიფათო ეპიზოდი არ შეუქმნია. ამხელა პაუზის შემდეგ, ოპტიმალურ ფორმაში შესასვლელად ხვიჩას დრო სჭირდება.

65-ე წუთისთვის ლეონიდ სლუცკიმ არაერთი ცვლილება განახორციელა. მოედანი კვარცხელიამც დატოვა და შეხვედრაში დავითაშვილი ჩაერთო, რომელმაც მესამე ტაიმშიც მიიღო მონაწილეობა. 

"რუბინი" ბურთს აკონტროლებდა, მაგრამ სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდა და ძირითად დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ ტრავმა აპრილის ბოლოს, სწორედ "ურალის" წინააღმდეგ მიიღო და ამის შემდეგ, მოედანზე აღარ გამოჩენილა.

alt"რუბინი" კვარაცხელიაზე იმედს არ ამყარებს, დავითაშვილს კი გასხვისებას უპირებს

altბრიტანული პრესა "ლიდსში" კვარაცხელიას მცველად თამაშს განიხილავს



მკითხველის კომენტარები / 3 /
სად უყურეთ თამაშს? ლაივ სტრიმინგი არსად იყო, ან დადეთ ხოლმე რა მოხდება
jigari
19:31 27-06-2021
1
ურალი და მუხლუხა ნიანგი მაგათ..
Levani
21:06 27-06-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული