დიდხნიანი პაუზის შემდეგ წიტაიშვილი მოედანს დაუბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე უკრაინის მოქმედმა ჩემპიონმა კიევის "დინამომ" პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და შვეიცარიის ვიცე-ჩემპიონ "ბაზელთან" უხვგოლიანი ფრე, 4:4 ითამაშა. კიეველებმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშეს. შეხვედრის შესაძლებლობა გიორგი წიტაიშვილსაც მიეცა - 20 წლის ქართველმა შემტევმა მეორე 45 წუთი ითამაშა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი საკმაოდ აქტიური იყო. კიეველთა მესამე გოლის ეპიზოდში კარგად იმოქმედა და შეტევა უკეთეს პოზიციაზე მყოფ პარტნიორზე ბურთის გატარებით გაგრძელდა.

შეგახსენებთ, გიორგი უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონია, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი დებიუტს ელის. ის კიევის "დინამოს" "ვორსკლაში" იჯარის შემდეგ დაუბრუნდა.

დინამოელები
მორიგ ამხანაგურ შეხვედრას  3 ივლისს, შვეიცარიის კიდევ ერთ კლუბ "ლოზანასთან" გამართავენ.

alt"წიტაიშვილისთვის რთული იყო, ნაკრებში მოხვედრის იმედი ჰქონოდა" - უკრაინული მედია გიორგიზე წერს

alt"რატომ ვერ დამკვიდრდა წიტაიშვილი "დინამოს" სასტარტოში?" - სიტუაციას მისი თანაგუნდელი განმარტავს

altგიორგი წიტაიშვილი კიევის "დინამოს" 22 ივნისს დაუბრუნდება



მკითხველის კომენტარები / 2 /
აბა თქვენ იცით გაგვახარეთ, წარმატებები...
თემური
01:10 01-09-2021
0
ბიჭო, მაგენი რომ უაზროდ ურტყამენ, ეგეც წიტაიშვილი იყო თუინგლისთან გაჭრა?
sddd
18:02 06-07-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული