გაგნიძე: რუსეთში ბრწყინვალე ჩემპიონატია და სწრაფ პროგრესირებაში დამეხმარება

AutoSharing Option
ახალგაზრდა ქართველმა ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოში" გადასვლის შემდეგ კლუბის პრესსამსახურთან ისაუბრა.

"რუსეთში ბრწყინვალე ჩემპიონატია და ჩემთვის აქ ძალების მოსინჯვა ძალიან საინტერესოა. ჯერ საკუთარი თავი თბილისის "დინამოში" ბოლომდე არ გამომივლენია, თუმცა ამ ასაკში ჩემ მიმართ დიდი ინტერესი რომ გაჩნდა, მოსკოვის "დინამოში" გადასვლა სწრაფად პროგრესირებაში დამეხმარება.

რასაკვირველია, როცა შემოთავაზება მოსკოვიდან მივიღე, ისე მოვიქეცი, როგორც ჩემს ადგილას მყოფი ადამიანი გააკეთებდა - მაქსიმალურად დიდი ოდენობის საჭირო ინფორმაციის შეგროვება დავიწყე. ამის შედეგად დავრწმუნდი, რომ ეს ტრანსფერი ჩემთვის დიდი შანსია.

აქ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია და
სამწვრთნელო შტაბი მოთამაშეებს ნდობას ასაკის მიუხედავად უცხადებს ხოლმე. ეს ნიშნავს, რომ შანსები მეც მექნება. მხოლოდ მათი გამოყენება დარჩა, რისთვისაც შრომას არ დავიშურებ", - თქვა ლუკამ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ვერ გავცდით ამ რუსეთს რა შესთავაზეთ გერმანელებს ესპანელებს იტალიელებს დაიქირავეთ თარჯიმანი და გაესაუბრეთ უცხოელებს რა კომპლექსი გაქვთ ესეთი ან პორტუგალიაში გაუშვით აბურჯანია თუ გადავიდა ეს ბიჭი რატო ვერ გადავიდოდა? მოცილდი ამ წუმპე რუსებს
beqa
17:58 05-07-2021
17
რა პროგრესირებაში დამეხმარება!? ტეხავს რაა...
zura
17:58 05-07-2021
21
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული