ვაკო ყაზაიშვილის ბრწყინვალე გოლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და სამხრეთკორეული "ულსან ჰიუნდაის" ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა აზიის ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა თავი.

ვაკომ ანგარიში ვიეტნამურ "ვიეტელთან" გახსნა - დრიბლინგით სამი მეტოქე ჩამოიცილა და მეკარეს აუღებლად დაურტყა.

გატანილი გოლის გარდა, ყაზაიშვილმა მონაწილეობა მეორე საგოლე შეტევაშიც მიიღო.

აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 4 მატჩში ვაკო ყაზაიშვილის ანგარიშზე 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. ქართველის გუნდი კი ჯგუფურ ეტაპზე უდანაკარგოდ ასპარეზობს (5-დან 5 მოგება) და ბოლო ტურში ტაილანდურ "პათუმ იუნაიტედს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს არის ზუსტად იმ დონის რა დონის ჩემპიონატშიც თამაშობს. არიან ასეთი ფეხბურთელები- ორ- სამ თამაშში ერთხელ შეიძლება ერთ ეპიზოდში რაღაც დასამახსოვრებელი გააკეთოს, დანარჩენ დროს კი მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულია. დაბალი კლასი ქვია ამას. ამიტომაც ვერ გაქაჩა ვერც ევროპის საკმაოდ დაბალი დონის გუნდი ვერც ამერიკის ასევე არცთუ ლიდერის დონე. ნაკრებში არაფერი ესაქმება.
არტ
09 ივლისი 2021 11:49
4
ახლა იკლავს თავს, რომ აღარ იძახებენ. მერე, ჩაჯდება სასტავში და დაბრმავდება ხოლმე. იქნება წაგვადგეს ნაკრებში, თუ უნდა მშვენივრად თამაშობს, სულ პრესში უნდა გყავდეს და ითამაშებს.სხვებსაც ეხება ეს
ლევან მაღლაკელიძე
08 ივლისი 2021 23:59
6
მემგონი ფეხბურთის საერთოდ არ გესმის. არ გესმის რომ ისიც ადამიანია და შეიძლება ყველა თამაშში არ იყოს ფორმაში, არ იყოს მენტალურად ყოველთვის მზად, ვაკოს რა ნიჭი და კლასიც აქვს ნეტა ეგეთი 11 ფეხბურთელი რო გვყავდეს ჩვენი ნაკრები ოცეულში იქნებოდა რეიტინგში.
semi
09 ივლისი 2021 10:13
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული