გიორგი ჩაკვეტაძემ "გენტში" უკვე 1 საათი ითამაშა

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად ისევ ნიდერლანდებში გადავიდა და დღეს "უტრეხტთან" 0:3 დამარცხდა.

მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა მოედანზე ექსპერიმენტული შემადგენლობა გაიყვანა, ჩაკვეტაძე სასტარტოში დააყენა და მე-60 წუთზე შეცვალა.

"გენტი" კიდევ 3 საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს:

10 ივლისი. "სპარტა" - "გენტი"
14 ივლისი. "გენტი" - "სპორტინგი"
16 ივლისი. "ბენფიკა" -"გენტი"

22 ივლისს კი გიორგის გუნდი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ვალერენგას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
დღევანდელ თამაშში Sparta Rotterdam - KAA Gent ჩაკვეტაძე სასტარტოში არ არის. გუშინ პირველ ნახევარში მცირე ტრავმა მიიღო, მაგრამ გააგრძელა თამაში. დღეს, ალბათ, მეორე ნახევარში გამოვა.
ქ. გ.
10 ივლისი 2021 16:03
0
რომ თამაშობს უკვე კარგია, მაგრამ დროა უკვე შედეგიც დადოს საგოლე პასებს და გოლებს ვგულისხმობ.
hhh
10 ივლისი 2021 12:04
1
ეს ტურისტი კიდევ თამაშობს ფეხბურთს?რა ხდება რომა და ბაიერნს არ მიყავს? ყველაფერს აჯობებს როტორში მივიდეს,ჯუღელი იჩალიჩებს
როტორი
09 ივლისი 2021 23:54
100
არა გრცხვენია?! ბიჭი 2 წელია ჯვარს ეცვა ტრავმებისგან და შენ დასცინი. სირცხვილია
გიორგი
10 ივლისი 2021 10:20
4
ასეთი ნიშნის მომდგები კომენტარი რატომ? პრობლემა გასაგებია, მაგრამ ასეთი აგდებული, უგულო და ღვარძლიანი რატომ?
იდალგო
10 ივლისი 2021 09:08
4
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული