"პარიმატჩ პრემიერის" თასის პირველ მატჩში "რუბინმა" მოსკოვის ოლქის "ხიმკი" გასვლაზე 1:0 დაამარცხა.
ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ზურიკო დავითაშვილი ტურნირის განაცხადში არ შეიყვანა (სავარაუდოდ ისევ იჯარის წესით სხვა გუნდში გაუშვებენ), ხვიჩა კვარაცხელია კი შესვენების შემდეგ შეუშვა შეცვლაზე და მან თამაში უმალ გაამწვავა: ჯერ ზუევი გაიყვანა ხელსაყრელ პოზიციაზე, მაგრამ მან ვერ გაიტანა, შემდეგ მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, 90-ე წუთზე კი მეურვე ჩამოიცილა, ბურთი მოწინააღმდეგის კარის ცხრიანში ჩააჭედა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.
კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
14 ივლისს "რუბინი" მოსკოვში "ოტკრიტიე არენაზე" "სპარტაკს" დაუპირისპირდება.