ხვიჩამ სუპერგოლით 90-ე წუთზე "რუბინს" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"პარიმატჩ პრემიერის" თასის პირველ მატჩში "რუბინმა" მოსკოვის ოლქის "ხიმკი" გასვლაზე 1:0 დაამარცხა.

ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ზურიკო დავითაშვილი ტურნირის განაცხადში არ შეიყვანა (სავარაუდოდ ისევ იჯარის წესით სხვა გუნდში გაუშვებენ), ხვიჩა კვარაცხელია კი შესვენების შემდეგ შეუშვა შეცვლაზე და მან თამაში უმალ გაამწვავა: ჯერ ზუევი გაიყვანა ხელსაყრელ პოზიციაზე, მაგრამ მან ვერ გაიტანა, შემდეგ მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, 90-ე წუთზე კი მეურვე ჩამოიცილა, ბურთი მოწინააღმდეგის კარის ცხრიანში ჩააჭედა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

14 ივლისს "რუბინი"
მოსკოვში "ოტკრიტიე არენაზე" "სპარტაკს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
გოლი შედევრი!!!
tngh
11 ივლისი 2021 15:32
0
კაია ფორმაში შედის და რაც მთავარია გოლების გატანა დაიწყო იმედია ეს სეზონი სადაც არ უნდა დაიწყოს გოლებებსაც გაიტანს წარმატებები ხვოჩა
ემიგრანტი
11 ივლისი 2021 06:11
0
არაა მზად ჯერ ტოპ გუნდში სათამაშოდ ვინც თამაშს უყურა დარწმუნდებით,საშუალო დონის კლუბი ევროპის სადაც ასწავლიან და დახვეწავს დარტყმას და ააგოლე პასების გამოყენებას მაქსიმალურად,მისი წარმატება ძალიან გამეხარდება :**
Smouk
11 ივლისი 2021 03:53
31
ხვიჩამ დღეს უბრალოდ წაივარჯიშა!
დავით 67
11 ივლისი 2021 01:46
0
ვითომ კრიტიკოსებო სადა ხართ რო ავსებთ კომენტარებს ეხლა რატო დუმხართ ? რომც დარჩეს წელს რუბინში თქვენს ჯინაზე ისეთ შედეგს დადებს თქვენც კი დადებით კომენტარებს დაწერთ
ლშა
11 ივლისი 2021 00:52
1
რატო მთლიანად შეტევის ვიდეო არ დადეთ???
აბა ბიჯო
10 ივლისი 2021 22:17
1
https://youtu.be/mi72w5ubhjA
აბა ბიჯო
10 ივლისი 2021 21:47
2
რა თქმა უნდა გოლი ბრწყინვალე იყო, მაგრამ მინიმუმ ორი ნაღდი გოლი კი გამაზა, მაგრამ დღეისთვის ეპატიება. სხვათაშორის ორივე მხრიდან ისეთ ბურთებს მაზავდნენ, ვიფიქრე, ნიჩიაზე იყვნენ შეთანხმებულები.
ჟორა გაბრიჭიძე
10 ივლისი 2021 21:39
12
სოსო რა საიტზე უყურე თამაშს?
ქუთაისი
10 ივლისი 2021 20:58
0
МАТЧ ТВ
სოსო
10 ივლისი 2021 23:12
0
http://livetv.sx/allupcomingsports/1/
ამ საიტზე იდება ხოლმე ყველა მატჩი
jigari
10 ივლისი 2021 23:00
0
ვუყურე მატჩს.ვერ ბიტყვი რომ მტლიანად გუნდი,ან ხვიჩა ფორმაში არიან.აშკარად დატვირთვების ქვეშ არიან და უჭირთ მწვავე თამაში,მაგრამ ბოლო წუთებზე,ხვიჩამ ჯერ მაგარი პასით გაამწვავა შეტევა,შემდეგ უკან მიიღო პასი,მოატყუა მცველი და მცირე რიკოშეტით,მაგრამ ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.ხვიჩა მეორე ტაიმში შემოვიდა და ყნდა გითხრათ,რომ თამაშის დამთავრების შემდეგ,სანამ,კომენტატორები მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის,ხვიჩასაგან ინტერვიუს ელოდებოდნენ,რუბინმა გააგრძელა ვარჯიში და სანამ რეკლამას ჩართავდნენ,6 ასმეტრიანი გარბენი შეასრულეს მეორე ტაიმში შესულმა ფეხბურთელებმა.მერე კიდევ რამდენი გაირბინეს,რა თქმა უნდა ვეღარ ვნახე.დესპოტოვიჩი,მიკროფონთან მოვიდა,ხვიჩას გადაეხვია და მიკროფონს ჩასძახა,ხვიჩას ადგილი,მადრიდშიაო.რა თქმა უნდა არაფერს ნიშნავს,მაგრამ მაინც სასიამოვნოა.
სოსო
10 ივლისი 2021 20:30
0
ვა საინტერესო იყო ძაან და სასიამოვნო ))
რა მაფიაა?
10 ივლისი 2021 21:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული