ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"რაც საქართველოს ნაკრების გაწვრთნისას გამომიცდია" - ვაისი "შემროკთან" შეხვედრის წინ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას "სლოვანი" ირლანდიის ჩემპიონ "შემროკს" ესტუმრება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ბრატისლაველთა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა საინტერესოდ ისაუბრა:

"ირლანდიელები, მით უმეტეს, საკუთარ მოედანზე, ყოველთვის ბოლო წუთებამდე იბრძვიან, რაც საქართველოს ნაკრების გაწვრთნისას გამომიცდია.

დუბლინში ბრატისლავაზე გაცილებით ცივი ამინდი დაგვხვდა და ეს გარკვეულ სირთულეს გვიქმნის. პირველი დაპირისპირებისგან განსხვავებული შეხვედრა იქნება - "შემროკს" მინიმუმ ორი გოლი აქვს გასატანი და თავიდანვე აქტიურად შემოგვიტევს, თუმცა ჩვენ აქ მხოლოდ თავის დასაცავად არ ჩამოვსულვართ".

პირველ შეხვედრაში, საკუთარ მოედანზე, "სლოვანმა"
2:0 გაიმარჯვა. წყვილში გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე შვეიცარიულ "იანგ ბოისს" დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, ევროტურნირების წინ უეფამ სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობის წესი გააუქმა.

altქართველების გამარჯვება, ვაისის გამოუყენებელი პენალტი

alt"კანკავა "სლოვანის" დონეს აღემატება" - ვაისისა და ქართველების ფრე [VIDEO]

alt"სლოვანმა" ისევ გაიმარჯვა, ვაისი კაშიასა და კანკავას აქებს




ასევე დაგაინტერესებთ