ქეცბაია და ლორია სუპერთასისთვის იბრძოლებენ - ქართველი სპეციალისტი უკმაყოფილოა

AutoSharing Option
სამშაბათს, 13 ივლისს, კვიპროსის სუპერთასზე ერთმანეთს თასის მფლობელი, თემურ ქეცბაიას "ანორთოსისი" და ქვეყნის ჩემპიონი "ომონია" დაუპირისპირდებიან. ქართველი სპეციალისტი საკუთარი გუნდის მატჩისწინა მდგომარეობით უკმაყოფილოა:

"სამწუხაროდ, იდეალური კონდიციებისგან შორს ვართ - მზადების საწყის ეტაპზე ვიმყოფებით, გარკვეული პრობლემები კორონავირუსმაც შეგვიქმნა. კლუბში სატრანსფერო საკითხები ჯერ არ დაგვისრულებია, ამავდროულად კი ამხანაგური შეხვედრების გამართვა ვერ მოვახერხეთ."

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია და მურთაზ დაუშვილი "აპოელის" ფეხბურთელები გახდნენ, ქეცბაიას გუნდში ქართველი ლეგიონერებიდან მხოლოდ მეკარე გიორგი ლორია ითამაშებს.

მომზადებულია alphanews-ის მიხედვით


altქეცბაია ოქრიაშვილისა და ქვილითაიას წასვლაზე

საუბრობს

altბუბა დაუშვილი "აპოელში" გადავიდა

altსატრანსფერო ბომბი - ქვილითაიას შემდეგ "აპოელმა" ოქრიაშვილიც გადაიბირა!

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული