ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ Sportall.ge-ს განუცხადა, რომ ის კვიპროსელებს ერთწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა.
ებრალიძეს ხანგრძლივი პორტუგალიური კარიერა - "ოლივეირენსეში", "ჟილ ვისენტეში" (გიორგი აბურჯანიას ახლანდელი კლუბი), "ვიზაუში", "ჩავესში", "ნაციონალსა" და ბოლოს "ლეიშოესში" ჰქონდა, ერთი სეზონი კი რუმინულ "ვოლუნტარშიც" გამოდიოდა. ებრალიძეს თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის დროს საქართველოს ნაკრებში სამი შეხვედრა აქვს გამართული.
რაც შეეხება "დოქსას" - მათ გასულ სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში მე-10 ადგილი დაიკავეს, მომავალში კი უფრო დიდი მიზნები აქვთ.
ებრალიძე პორტუგალიიდან კვიპროსში და ლუქსემბურგელებთან შეუთანხმებლობა