ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"რუბინი" ასე არ უნდა ჩამონგრეულიყო" - სლუცკი აღშფოთებულია

AutoSharing Option
"პარიმატჩ პრემიერის" თასის მეორე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინი" მოსკოვში 0:4 დამარცხდა "სპარტაკთან". ხვიჩამ 64-ე წუთამდე ითამაშა და ნამატჩევს თქვა, რომ სპარინგი წააგეს, არაფერი სერიოზული არ მომხდარა და სეზონის დაწყებისთვის მზად იქნებიან.

ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.

"პირველ ტაიმში შინაარსობრივი და საინტერესო თამაში იყო. ცოტა სტანდარტულში ვერ გავერკვიეთ, რასაც პენალტი მოჰყვა. ბევრი პოზიციური შეტევა იყო, მომენტები. მეორე გოლის შემდეგ გუნდი ჩამოინგრა. უკმაყოფილო ვარ. განადგურებას არაფერი მოასწავებდა. თამაშის შემოტრიალებას ვეცადეთ.

მეორე გოლი სწრაფად გავუშვით და ამის მერე ყველაფერი დასრულდა.
"რუბინის" დონის გუნდი ასე არ უნდა ინგრეოდეს და მეტოქეს ამდენის უფლებას არ უნდა აძლევდეს. წავიდა წუნი მარტივ გადაცემებში, თვით მოედანზე იმ წუთას შესულებისგან. ასე რომ, ეს დაღლილობის ბრალი არ არის", - ციტირებს სლუცკის კლუბის საიტი.

24 ივლისს, რუსეთის ჩემპიონატის პირველ ტურში, "რუბინი" სწორედ "სპარტაკს" უმასპინძლებს და რევანშის შანსი ექნება.

ასევე დაგაინტერესებთ