ზურიკო დავითაშვილმა "რუბინი" დატოვა

AutoSharing Option
როგორც "რუბინის" ოფიციალური "ფეისბუქგვერდი" წერს, ზურიკო დავითაშვილმა ყაზანური კლუბი დატოვა. კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა, ქართველი ფეხბურთელი კი კარიერას, სავარაუდოდ, ტულის "არსენალში" განაგრძობს.

დავითაშვილმა "რუბინის" შემადგენლობაში 28 შეხვედრა გამართა, თავი კი 2-ჯერ გამოიჩინა.

"მადლობას ვუხდით ზურიკოს იმ დროისთვის, რაც კლუბთან ერთად გაატარა და წარმატებებს ვუსურვებთ კარიერაში".

ქართველი ფეხბურთელი ყაზანურ კლუბში 2019 წელს თბილისის "ლოკომოტივიდან" გადავიდა, 2020 წელს კი "რუბინმა" ის ვოლგოგრადის "როტორში" გაანათხოვრა.

წყარო: "რუბინის" "ფეისბუქგვერდი"

მკითხველის კომენტარები / 12 /
არაა რუბინი ზურიკოს დონე
4
ცეცაძე წაიყვანე სამტრედიაში
ისიდორე
22:08 16-07-2021
1

სიახლეები პოპულარული