AS: მამარდაშვილმა "ვალენსიაში" ყველა გააკვირვა

AutoSharing Option
ესპანეთის მეორე ყველაზე პოპულარული გამოცემა AS "ვალენსიას" მეკარეების შესახებ წერს და გუნდის ქართველ ახალწვეულს აქებს.

"გუნდის მწვრთნელ ხოსე ბორდალასს რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს: "ვალენსიას" ძირითადი კიპერი იასპერ სილესენი იქნება, ხოლო მეორე მეკარეობისთვის ხაომე დომენეკი, კრისტიან რივერო და გიორგი მამარდაშვილი იბრძოლებენ.

წესით, კრისტიან რივეროს გუნდი იჯარის წესით უნდა დაეტოვებინა, მაგრამ "ღამურებში" უთხრეს, რომ მეორე მეკარის სტატუსისთვის ბრძოლა შეეძლო. 23 წლის კარის დარაჯს სათამაშო წუთები სჭირდება და სეზონისწინა ეტაპი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

იქვეა ხაომე დომენეკი, რომელიც ძირითად გუნდში მე-7 სეზონს ატარებს და
ჭორების მიუხედავად, "ვალენსიას" არ დატოვებს. ხაომე ყოველთვის ბოლო არჩევანი იყო, თუმცა სათამაშო დროს სულ იღებდა.

და ბოლოს ყველაზე დიდი სიურპრიზი - გიორგი მამარდაშვილი. ახალმოსულმა ქართველმა პირველი სენსაცია უკვე შემოგვთავაზა - ვარჯიშებზე საიმედო თამაშით მთელი "ვალენსია" გააოცა, განსაკუთრებით, რამდენიმე თანაგუნდელი. 12 დღის წინ მოსულმა მამარდაშვილმა ადაპტაციის ეტაპი უპრობლემოდ გაიარა. "შავ-თეთრებში" მის მეორე გუნდში თამაშს განიხილავდნენ, თუმცა ვარჯიშებზე ნაჩვენები საიმედოობით პირველ გუნდში სათამაშო წუთების მიღების მშვენიერი შანსი გაუჩნდა. მოკლედ, ბორდალასი სერიოზული დილემის წინაშე დგას"...


მკითხველის კომენტარები / 15 /
Warmatebebi gio gaxsovses sheni ojaxis da sheni qveynis elchi xar da dee isee gageocbinosyvelada yvelaferi rom top klubebi ibrdznodnen shentvis. Gamoadgebi sakutar tavs, gamoadgebi ojaxs, gamoadgebi ojaxs... Gamoadgebi qveyanas... Gaxsovdes didi shromis fasad yvelaferi gamogiva da shroma ufali yoveltvis dagifasebs!!! Warmatebebi qartvelo
Zhilina
17 ივლისი 2021 14:43
0
გიორგი ძალიან ნიჭიერი ბიჭია, თელი გულით და სულით ვუსურვებ დიდ წარმატებას!
Temo
17 ივლისი 2021 13:17
1
ვალენსიაში მესამე მეოთხე და მეთხუთმეტე მეკარეობას როოტორში და ვორსკლაში პირველი მეკარეობა ჯობს !
ზურა222
17 ივლისი 2021 05:12
9
მამუკა ჯუღელი
გიორგი
17 ივლისი 2021 11:48
2
მამარდაშვილი უკვე ახლავეა კარგი მეკარე და ყველა მონაცემი აქვს,ძალიან კარგი გახდეს.არც შრომა ეზარება და თუ დაინახა რომ შრომა უფასდება,მთებსაც გადადგავს.ასე რომ წარმატებები გიორგის და იქნებ ისე მოხდეს,რომ ჩემთვის ბარსელონას პირველობას წყალი შეუდგეს.ხუმრობა საქმე ხომ არ არის,ჩვენი ბიჭები,უკვე რამდენიმე კლუბში ვარჯიშობენ და თუ მათ ძირითადში დავინახავ,არ გავკარი ბარსელონას?მხოლოდ მესის ვუგულშემატკივრებ.
სოსო
16 ივლისი 2021 18:45
1
სააკაშვილის დროს რომ წასულიყო საქართველოს პრესტიჟი ისე იყო აწეული ბიტაძესაც, ამასაც და ყველა სხვა ლეგიონერს მუდმივად ათამაშებდნენ. ეხლა რუსეთის კოლონია ბგომივართ და ამიტომ არ ათამაშებენ. მიჰას დროს ქინქლაძეს, არველაძეებს, ჯამარაულს, ფაჩულიას, სტეფანიას სულ ათამაშებდნენ :))))))))
კონსტანტინე თავართქილაძე
16 ივლისი 2021 18:33
114
სოსო,ერთი შენთან შემახვედრა და მასაუბრა,შე კლავიატურის ლომო.
....
17 ივლისი 2021 16:19
0
....ს.დალოცვილო,50 წელი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი ვარო,ამბობ.მიშამ საქართველოში სტადიონის სახსენებელი, კინაღამ მთლიანად გააქრო და მაინც მისი მომხრე ხარ?!ორივე ერთად,მართლაც უცნაურია.
სოსო
17 ივლისი 2021 14:29
1
ყველა გამოხმაურება
მესამე მეკარეობას დინამოში თამაში სჯობს!
სიმართლე
16 ივლისი 2021 18:09
30
23 წლის ბიჭი გაუშვან,ითამაშოს სადმე.მამარდაშვილის სახით კიდე იქნება ახალი დონარუმა ჩაიგდეს ხელში(დამცინებთ ალბათ) სწორი მენეჯერი ასე მოიქცეოდა,სკამზე არაფერს არ გააფუჭებს (იმედია ჯაყვით არ დაკაწრავს) და იქნება პირველ მეკარეს თუ რამე შეემთხვა 1-2 თამაში მიეცეს და უცებ მის ფასს სამი ნოლი მიემატოს
Levani
16 ივლისი 2021 17:03
0
გააკვირვა სუყველა დაბითაძესავით ახეხინებენ 1-3 წელი სკამს
გრიგოლი1408
16 ივლისი 2021 16:33
41
და შენც გაგიხარდება არა წინასწარ რომ გამოიცანი?
დავითი 1121
16 ივლისი 2021 21:16
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული