ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ქართველების "ვოლფსბერგერმა" სეზონი გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის "ვოლფსბერგერმა" სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა - ავსტრიის თასის პირველ რაუნდში გასვლაზე დამაჯერებლად სძლია "ვინერს" (3:0) და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

"ვინერი" ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი და სახელოვანი კლუბია, მაგრამ ახლა კარგი დროება არ უდგას, რეგიონულ ლიგაში ასპარეზობს და ბუნდესლიგის წარმომადგენელმა იოლად დაამარცხა.

ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორბელიძე 74-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

25 ივლისს, ბუნდესლიგის პირველ ტურში "ვოლფსბერგერი" სტუმრად "კლაგენფურტს" შეხვდება.