"ანორთოსისმა" გაიმარჯვა, გუნდში 8 ინფიცირებულია, კვიპროსი კი "წითელ ზონაში"

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიას "ანორთოსისმა" ამხანაგური შეხვედრა გამართა და"ეთნიკოსს" 2:0 სძლია. საქართველოს ნაკრების კიპერ გიორგი ლორიას "მშრალი" შეხვედრა ჰქონდა.

ქართველი სპეციალისტის გუნდს მზადებაში სერიოზული პრობლემები აქვს. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, კვიპროსი "წითელ ზონად" გამოცხადდა, რის გამოც "ანორთოსისი" ამხანაგურ მატჩში ჰაიფას "ჰაპოელს" ვეღარ დაუპირისპირდება. ქეცბაიას გუნდში კოვიდ-19 -ით 8 ინფიცირებულია, რაც მათ სრულფასოვანი მომზადების საშუალებას არ აძლევს. გუნდის სამედიცინო შტაბი ყველაფერს აკეთებს, რათა გადაცემის ჯაჭვი გაწყდეს.

"ანორთოსისის" ამხანაგური მატჩების გამართვა მხოლოდ ადგილობრივ კლუბებთან შეეძლება. გუნდს მალე შეხვედრები ევროტურნირებზეც ელის და მსგავს არასასურველ რეჟიმში წარმატების
მიღწევა იოლი არ იქნება.

მომზადებულია philenews-ის მიხედვით

altქეცბაიას "ანორთოსისი" სუპერთასზე პენალტების სერიაში დამარცხდა

altქეცბაია და ლორია სუპერთასისთვის იბრძოლებენ - ქართველი სპეციალისტი უკმაყოფილოა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული