ზურიკო "არსენალში" გადასვლასთან ახლოსაა

AutoSharing Option
soccer.ru-ს ცნობით, 20 წლის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც "რუბინთან" კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა, ტულის "არსენალში" გადასვლასთან ახლოსაა.

გამოცემის მტკიცებით, მხარეები ხელშეკრულების გაფორმებაზე აწარმოებენ მოლაპარაკებას.

დავითაშვილი ყაზანურ გუნდში 2019 წელს გადავიდა, გასულ სეზონში კი იჯარის წესით "როტორში" თამაშობდა.

"არსენალმა" 16 ივლისს ავსტრიული შეკრება დაასრულა და მოსკოვში ჩაფრინდა, სადაც 24 ივლისს ჩემპიონატის პირველ ტურში "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რავა ლონდონშიი..... გაფრინდა უკვეეე...
კკკ
00:08 20-07-2021
8
ისეთი სათაურია,კაცმა რომ არ იცოდეს ჩვენი ფეხბურთის კატასტროფული მდგომარეობის შესახებ და აქედან გამომდინარე ტოპ-5 ჩემპიონატიდან ჩვენი ფეხბურთელებისადმი ინტერესის შანსის არარსებობის შესახებ,კი იფიქრებს რომ ლონდონის არსენალზეა საუბარი))))პ.ს.რა საჭიროა ასეთი მყვირალა სათაურები,ისედაც ვხვდებით რომ რუსეთის დაბალი დონის გუნდზეა საუბარი)))
ალექსი
11:09 20-07-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული