soccer.ru-ს ცნობით, 20 წლის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც "რუბინთან" კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა, ტულის "არსენალში" გადასვლასთან ახლოსაა.
გამოცემის მტკიცებით, მხარეები ხელშეკრულების გაფორმებაზე აწარმოებენ მოლაპარაკებას.
დავითაშვილი ყაზანურ გუნდში 2019 წელს გადავიდა, გასულ სეზონში კი იჯარის წესით "როტორში" თამაშობდა.
"არსენალმა" 16 ივლისს ავსტრიული შეკრება დაასრულა და მოსკოვში ჩაფრინდა, სადაც 24 ივლისს ჩემპიონატის პირველ ტურში "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება.