ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გულშემატკივართა სურვილი ახდა - "ანორთოსისის" სავარაუდო მეტოქე ცნობილია

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ანორთოსისის" სავარაუდო მეტოქე ცნობილია - თემურ ქეცბაიას გუნდი ჩემპიონთა ლიგის წყვილში,  ვენის "რაპიდსა" და პრაღის "სპარტას" შორის დამარცხებულს დაუპირისპირდება.

საინტერესოა, რომ Anorthosis 24-მა კენჭისყრამდე გულშემატკივართა შორის გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მონაწილეთა 66%-მა სასურველ მეტოქედ სწორედ ხსენებული წყვილიდან უარესი დაასახელა. 

როგორც კლუბის ოფიციალური გვერდი იუწყება, "ანორთოსისმა" 31 წლის სლოვენიელი ნახევარმცველი დენის პოპოვიჩი შეიძინა, რომელსაც საკმაოდ მრავალფეროვანი საკლუბო კარიერა აქვს და მშობლიური ქვეყნის გუნდების გარდა, საბერძნეთში, პოლონეთში, რუსეთში, შვეიცარიასა და ჩინეთში გამოდიოდა.

შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელებიდან ქეცბაიას განკარგულებაში მხოლოდ
მეკარე გიორგი ლორია დარჩა, თუმცა, დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრების ფორვარდი ნიკა კაჭარავა გუნდს დაუბრუნდება და მომავალ სეზონს "ანორთოსისში" გაატარებს.

 

alt"ანორთოსისმა" გაიმარჯვა, გუნდში 8 ინფიცირებულია, კვიპროსი კი "წითელ ზონაში"




ასევე დაგაინტერესებთ