ოფიციალურად: დავითაშვილი ტულის "არსენალის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
ტულის "არსენალმა" ზურიკო დავითაშვილთან კონტრაქტი გააფორმა.

რუსეთის პრემიერლიგაში ზურიკოს დებიუტი 2019 წელს, "რუბინის" შემადგენლობაში შედგა, რა დროშიც 28 შეხვედრა გამართა და თავი 2 გოლით გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ "თათრული" გუნდიდან ქართველმა ნახევარმცველმა ერთი სეზონი "როტორის" შემადგენლობაში ჩაატარა (20 შეხვედრა, 0 გოლი).

16 ივლისს ზურიკოსა და "რუბინს" შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

დავითაშვილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 7 შეხვედრა აქვს გამართული.

მომზადებულია sport-express-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ზურიკოს რომ შეუძლია ყველამ ვიცით,მაგრამ თვითონ შეეპარა ეჭვი და ეს უშლის ხელს.2-3 გოლი სჭირდება და თუ როგორმე გაიტანა,მერე ამ საცობსაც გაიტანს.მოეხსნება ეს შებოჭილობა.საამისოდ მას ნდობა სჭირდება.თუ ენდნენ,ყველაფერი კარგად იქნება.
სოსო
18:56 21-07-2021
2
ზურიკო წარმატებები, დაამტკიცე რაც შეგიძლიაა , გიყურებდი რუბინში რომ ჩახვედი პირველად საუკეთესო იყავი და ისევ ასე შეუდექი საქმეს .
ზურიკოს
20:54 20-07-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული